კატეგორია: FACE ნიუსები

“გვახსოვდეს, მხოლოდ კულტურა და სახელი რჩება…”

– გვახსოვდეს, რომ მხოლოდ კულტურა და სახელი რჩება ამ ქვეყნად და სხვა ყველაფერი წარმავალია. ამიტომ მეტი ყურადღება დაუთმეთ ქართული ეროვნული ინტელექტუალური კულტურის შემქმნელებს, რომლებსაც ძალზედ სჭირდებათ დღეს მხარდაჭერა და გამხნევება, რომ მომავალი შედევრები შექმნან ისევ საქართველოსთვის, – ამბობს ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე: “დღეს ნიკალა ყველაზე დიდი სახელია ქართულ მხატვრობაში და მისი ნახატებით ამაყობს საქართველო, თუმცა […]

მიხეილ მდინარაძე საავტორო უფლებების დაცვას მოითხოვს

კომპოზიტორი მიხეილ მდინარაძე საავტორო უფლებების დაცვას მოითხოვს და საზოგადოებრივი მაუწყებლისგან კონკრეტულ განმარტებებს ელოდება. მიხეილ მდინარაძე: “საზმაუს პირველი არხის ეთერში გავიდა ფილმი ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ (რა ჰქვია ფილმს ისიც არ ვიცი), სადაც მუსიკის ავტორად ვარ მოხსენიებული. ფილმში გამოყენებულმა ბერძნულმა გალობამ ჩემს მეგობრებში გააჩინა ლოგიკური კითხვები ჩემს ამ ფილმთან შემხებლობასთან დაკავშირებით. მინდა განვმარტო, რომ მუსიკა რომელიც ამ […]

“რა უღელი აღარ დაგვდებია კისერზე…”

– დაუპყრიათ, უხოციათ, უოხრებიათ, მეფენი ჩამოუგდიათ, უცვლიათ, სიკვდილით დაუსჯიათ, გამყიდველნი უჯილდოვებიათ, ახალი წესები შემოუღიათ, ეკლესიები უძარცვიათ, უნგრევიათ, ბერ-მონაზვნები უხოციათ… მაგრამ არცერთი მათგანი არასოდეს მიჰკარებია ეკლესიის ავტოკეფალიას (თვითმწყსობას). არც კი უცდიათ, – აცხადებს ისტორიკოსი ბუბა კუდავა და საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს. ბუბა კუდავა: “ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა და ავტოკეფალიის მოპოვება-განმტკიცების შემდეგ რა უღელი აღარ დაგვდებია […]

“რატომ ფიქრობთ, რომ ეს პრობლემა თქვენ არ გეხებათ?!”

– კითხულობს საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი და ქართულ საზოგადოებას გამოფხიზლებისა და მეტი ქმედებისკენ მოუწოდებს. უცხოეთში მცხოვრები მეცო-სოპრანო საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც ადევნებს თვალს და გული სწყდება, რომ ვითარება სულ უფრო და უფრო უარესდება. ანიტა რაჭველიშვილი: “ადრე იმით მაინც ვიმშვიდებდი გულს, რომ რასაც რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს, იმას მაინც ვერ გაჩეხავენ-თქო! თურმე სად ვართ საერთოდ! მერიას შეუძლია […]

“ჩემს კოლეგებს მივმართავ”

– ნამუსი სულ არ გაწუხებთ? ან ღამე როგორ გძინავთ, ან ხალხის თვალში რა დამსახურება გაქვთ აღარ კითხულობთ? – ეკითხება მსახიობი ქეთევან კიკნაძე თავის კოლეგებს. ქეთევან კიკნაძე: “მე ჩემს კოლეგებს მივმართავ – იმ ადამიანებს, ვინც ქუჩაში ტრანსფარანტებით გადის ბიძინას საწინააღმდეგოდ და ბიძინას დახმარებას იღებს! ნამუსი სულ არ გაწუხებთ? ან ღამე როგორ გძინავთ, ან ხალხის თვალში რა […]

“რა გვეშველება თუ ასე გაგრძელდა…”

– აღარაფრის იმედი დამრჩა! დავბერდი! ვერ მოვესწრები იმ ნანატრ დღეს! – აცხადებს რეჟისორი რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არ მალავს, რომ მაგრად დაიღალა და აღარაფრის იმედი აღარ დარჩა. რობერტ სტურუა: “მაგრად დავიღალე!.. გულს მიკლავს, რომ ჩვენ ქვეყანას 30 წელი კრეტინები, ნამუსგარეცხილნი და უბრალო ქურდბაცაცები აბურთავებენ. რა გვეშველება თუ ასე გაგრძელდა და ამ ნაძირალებს, ამ […]

“ვაპირებ ვუჩივლო!”

რუსთაველის თეატრის მსახიობი ზურა შარია სასამართლოში ჩივილს აპირებს. ხელოვანი, რომელიც ყველაფერში დეტალური და დაზუსტებული ინფორმაციის მიღებას არის მიჩვეული, ქართული რეალობით გაკვირვებული და აღშფოთებულია. ზურა შარია: “საქართველოს ლატარიის კომპანიას, მომხმარებლისთვის ინფორმაციის განზრახ დაფარვაში, ვადანაშაულებ!!! არც ერთ, გათამაშებაში მონაწილე მთავარ ბილეთს, არ აწერია, რომ თურმე, 60 კალენდარული დღე აქვს ვადა!!!!!!! ყველა ვადიან პროდუქტს ზედ აწერია ვარგისიანობის, ან […]

ვინ თაღლითობს ინგა ფერაძის სახელით?

მომღერალი ინგა ფერაძე ბელგიაში ცხოვრობს. მან გასულ წელს მოახერხა, ჩამოვიდა საქართველოში და კინომსახიობთა თეატრში მონატრებული მსმენელისთვის კონცერტიც გამართა. ინგა ფერაძემ მხოლოდ ერთხელ გაავრცელა სპეციალური ვიდეომიმართვა, რომელშიც სამშობლოში დაბრუნების და სამუდამოდ ცხოვრების სურვილი გამოთქვა. ინტერნეტში გამოჩნდნენ თაღლითები, რომლებიც ინგა ფერაძის სახელს იყენებენ და მომღერლებს, კომპოზიტორებს, მსახიობებს თუ უბრალო, რიგით ადამიანებს მისი სახელით ფულს სთხოვენ. ინგა ფერაძის […]

“მე, როგორც მოქალაქეს, მაქვს თუ არა უფლება…”

კომპოზიტორი მიხეილ მდინარაძე როგორც მოქალაქე საკუთარ უფლებებში გარკვევას ცდილობს და სახალხოდ სვამს კითხვას, რომელზეც პასუხს ელოდება. მიხეილ მდინარაძე: “მაინტერესებს, მე, როგორც მოქალაქეს, მაქვს თუ არა უფლება, იმ უამრავ ტელე პროექტს შორის, რომლებიც სხვადასხვა ტელე მაუწყებლების ეთერში გადის, მოვითხოვო ერთი გადაცემა მაინც, რომელიც ჩემს პროფესიულ ინტერესს დააკმაყოფილებს?! საზოგადოებრივი მაუწყებელი სწორედ ის სივრცეა, სადაც ყველა კატეგორიის მაყურებლის […]

“არც კი ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი უდიდესი ბედნიერება”

მომღერალი ოთო ნემსაძე ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც გორიდან თბილისში ჩამოვიდა და “ჯეოსტარის” გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ ოთომ უამრავ მუსიკალურ პროექტში მიიღო მონაწილეობა, მოიგო შოუ “ბრავო”, უკრაინულ “ვოისში” ფინალისტიც გახდა და მეორე ადგილზე გავიდა. 3 მარტი ოთოსთვის განსაკუთრებულად ბედნიერი დღეა. ამ სიხარულს მომღერალი ყველას უზიარებს: “მოკლედ, დავიწყებ იქიდან, რომ არ მიყვარს საკუთარი სიხარულის თუ […]