კატეგორია: ოქროს ფონდი

“ჩემი ანდერძის დასასრული: … ჩვენო შვილებო”

– მე, მწერალი, დღეს სასაფლაოზე ვცხოვრობ. ირგვლივ ვაება და კაეშანია. მეუბნებიან, გმირული რამ დასწერეო. თუ სხვებთან ერთად ვიგლოვე – თავში ჩამირახუნებენ, თუ ავტლიკინდი – სირცხვილით დავიწვები. ვარ მდუმარე და დარდიანი, – ეს სიტყვები მწერალ მიხეილ ჯავახიშვილს ეკუთვნის, რომელიც უბის წიგნაკში ჩანაწერებს მუდმივად აკეთებდა. “არტინფო” მწერლის უბის წიგნაკიდან ყველაზე მნიშვნელოვან ჩანაწერებს გთავაზობთ: ვინც მუდამ იხედება თავის […]

“მთელი ჩვენი ცხოვრება თეატრია”

არაერთი ნიჭიერი თაობის აღმზრდელი გიზო ჟორდანია გარდაიცვალა და კიდევ ერთი ფურცელი დაიხურა ქართულ კულტურულ ცხოვრებაში. მთელი თავისი შენგებული ცხოვრება მან ქართულ თეატრს მიუძღვნა და საკუთარი სპექტაკლებით თქვა ის სათქმელი, რისი მიტანაც მაყურებლამდე სურდა. “არტინფო” გიზო ჟორდანიას ცხოვრების ეტაპებს გაგაცნობთ: *** “რომ ამბობენ, დედა არ ვარგა, გადავაგდოთ, მამა არავინ არ არის, ბაბუა არავინ არ არის, ბებია […]

თაზო თოლორაია – ღიმილის ბიჭი დიდი სევდით

თბილი, მხიარული, რომანტიკული, ლაღი და იუმორით აღსავსე ადამიანი – ასე ახასიათებენ თეატრისა და კინოს მსახიობს თაზო თოლორაიას მისი კოლეგები და მეგობრები. მართლაც მსახიობი ყველაფერს იუმორით უყურებდა და სულ ამბობდა, ყველაზე კარგი გამოსავალი იუმორიაო. თაზო თოლორაიას სავიზიტო ბარათად მისი ცხვირი იქცა, რომელმაც პროფესიულ საქმიანობაში არაერთი საინტერესო როლი განასახიერებინა. კოტე თოლორაიასა და თამარ სხირტლაძის ერთადერთი შვილი 51 […]

“კულტურამ გადაარჩინა ქართველი ერი მოსპობას…”

ექვთიმე თაყაიშვილი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ქართულ საგანძურზე ზრუნავდა. დღეს თუკი რამე ძვირფასი გვაქვს შემორჩენილი და თავს ვაწონებთ მსოფლიოს, სწორედ ექვთიმე თაყაიშვილის თავდადების დამსახურებაა. “არტინფო” გთავაზობთ ნაწყვეტებს ექვთიმე თაყაიშვილის მიმართვიდან ემიგრაციისადმი პარიზში, რომელიც 1936 წლით თარიღდება: *** „ქართული სულიერი, გონებრივი და მატერიალური კულტურა რთულია, მრავალმხრივია და ბევრ რამეში მეტად თავისებურია. იშვიათია პატარა ერი, რომელსაც ასეთი […]

გოდერძი ჩოხელის გზავნილი მომავალ თაობას

გოდერძი ჩოხელი ყველაზე სევდიანი მწერალია ქართულ ლიტერატურაში. მისი ნაწარმოებები სავსეა სევდით, მაგრამ სიმართლით, ამიტომაც არის, რომ ჩოხელის შემოქმედებას მკითხველთა დიდი არმია ჰყავს. რაც დრო გადის, მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა კიდევ უფრო აქტუალური ხდება. “არტინფო” გაგაცნობთ გოდერძი ჩოხელის ჩანაწერს დედასთან დაკავშირებით: “სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან […]

“ღვთისმშობელო დედავ, შენ დაიფარე ჩემი მოდგმა და სისხლი!”

ქართულ ლიტერატურაში არიან შემოქმედები, რომელთა ნაწარმოებები დრო და დრო სულ უფრო აქტუალური ხდება. მათ შორისაა მწერალი რეზო ინანიშვილი. თუმცა ამჯერად “არტინფო” რეზო ინანიშვილის არა რომელიმე მოთხრობას, არამედ ამონარიდს გთავაზობთ, რომელიც სამშობლოსა და თანამემამულეების სიყვარულზეა: “ღვთისმშობელო დედავ, შენ დაიფარე ჩემი მოდგმა და სისხლი! უკადრისი არაფერი აკადრებინო, შენი უბისა და კალთის ჭირიმე! ჩვენი მამა-პაპის სახელის შემრცხვენელი არაფერი […]

“იყიდება საქართველო – წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით”

ალბათ ბევრს წაუკითხავს მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა “იყიდება საქართველო”, რომელიც გასულ საუკუნეში დაიწერა, მაგრამ დღეს ყველაზე მეტად აქტუალურია. “არტინფო” ნიკო ლორთქიფანიძის ამ გენიალურ ჩანაწერს გთავაზობთ: “იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიაბით; […]

“ასეთი ყოფილა მისი უკანასკნელი ნება…”

მარიონეტების თეატრის ხელმძღვანელი რეზო გაბრიაძე თავისი განუმეორებელი სპექტაკლების გარდა, ფართო საზოგადოებას თავისი ნახატებით და მოთხრობებითაც ხიბლავს. მწერალი, მხატვარი და რეჟისორი არაერთი ცნობილი კინოფილმის სცენარის ავტორიცაა. “არტინფო” გთავაზობთ რეზო გაბრიაძის მოთხრობას “თეთრი ხიდი”, რომელიც ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა მის შემოქმედებაში: “მე დედიკოს შვილი ვიყავი. წიგნებს ვკითხულობდი, სუფთა საყელო მქონდა, იმდენად კარგი წასარტყმელი ვიყავი თავში, რომ იშვიათად თუ […]

“თუ სული, რწმენა და ზნეობა არ გაბადია, ლეში ხარ, ცხოველი!”

ოტია იოსელიანის რომანი “ქალი გამოვიდა საღალატოდ” სუსტი სქესის წარმომადგენლებსაც კი აოცებს, იმდენად ღრმად და საფუძვლიანად არის დანახული მამაკაცი მწერლის მიერ ქალის ფსიქოლოგია და შინაგანი ბუნება. “არტინფო” გთავაზობთ ამონარიდებს ოტია იოსელიანის რომანიდან “ქალი გამოვიდა საღალატოდ”, რომელიც გამოგაფხიზლებთ და საკუთარ ცხოვრებაზე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ: “დღეს, როცა სულიც ჩვენია და ხორციც, გაჭირდა ღმერთისა და კაცის მსახურება. სული რომ […]

“ცოლის მაგიერი შეიძლება იშოვოს კაცმა, დედისა კი – ვერა”

– ცოლის მაგიერი შეიძლება იშოვოს კაცმა, დედისა კი – ვერა. დედის დათმობაც არ შეიძლება, რადგან არ მოიპოვება, არც აირჩევა, არც გაიყოფა, შენიც იმდენია, რამდენიც შენი ძმისა, ორნი კი არა, შეიძლება ათნი იყოთ, დედა კი ერთია და ათივესთვის ერთნაირი, – წერდა მწერალი ოთარ ჭილაძე. “არტინფო” კლასიკოსი მწერლის საინეტერესო და დამაფიქრებელ ჩანაწერს გთავაზობთ: “დედა სხვაა და ცოლი […]