კატეგორია: ოქროს ფონდი

“ხელოვნება ჩემი ღმერთია”

– მე რომ არ ვხატო, ეს სიკვდილს უდრის, – ასე ამბობდა ცნობილი ქართველი მხატვარი ირაკლი ფარჯიანი. მისი ნამუშევრებიდან გამორჩეულია სახარების თემაზე შექმნილი ნახატები – ლუკას, იოანეს და მარკოზის სახარებების ილუსტრაციები, ასევე საბავშვო ბიბლიის ილუსტრაცია. ამ ნამუშევრების შემქნას წინ დიდი ტრაგედია უძღოდა – მხატვარს დედა გარდაეცვალა და სულიერი ტკივილის შესამსუბუქებლად სახარება წაიკითხა. მას შემდეგ, ირაკლი ფარჯიანის […]

უმძიმესი განაჩენი ტიციან ტაბიძისთვის

– არც ერთ ჩემს მეგობარ მწერალზე გულში წყენა არ ჩაიდო, ისინი დაწერენ, რომ დამნაშავე ვიყავი, თორემ სხვანაირად ვერ გადარჩებიან, იმათაც დახვრეტენო, – უთხრა პოეტმა ტიციან ტაბიძემ გადასახლებაში წაყვანის იმ ავბედით ღამეს ქალიშვილს ნიტა ტაბიძეს. ტიციან ტაბიძის შვილის ნიტა ტაბიძის მოგონებებს პოეტი და მწერალი დავით შემოქმედელი ასაჯაროვებს: “წინაპართაგან წავიდა ყველა… დღეს 2 აპრილია, ტიციანის დაბადების დღე. […]

“თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს, მე მოვკვდები როგორც პოეტს შეჰფერის”

მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოეზიის მეფეზე – გალაკტიონ ტაბიძეზე ბევრი თქმულა და ბევრი დაწერილა, მისი პიროვნება იყო, არის და დარჩება ქართველებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ და ამავე დროს ამოუცნობ ფენომენად. რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე პოეტი დავით შემოქმედელი გალაკტიონთან დაკავშირებით საინტერესო ჩანაწერს აქვეყნებს: “1959 წლის 17 მარტს, 18 საათზე, თბილისის მეოთხე საავადმყოფოს ეზოში, ამავე საავადმყოფოს ელექტრომექანიკოსმა ვლადიმერ მურადოვმა […]

ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც პირველად ქვეყნდება

პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე მთელი სიცოცხლის განმავლობაში ქართველი ხალხის ბედზე ფიქრობდა. ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული შემოქმედის ჩანაწერი, რომელიც ზაქარია ჭიჭინაძემ ჩაიწერა, ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელი ლაშა ბაქრაძე აქვეყნებს: “ილია ჭავჭავაძე, საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავის აღნიშვნაზე: მე კერძოდ წინააღმდეგი ვარ ასეთის დღესასწაულის გადახდის, 40 წლის განმავლობაში, მე სულ იმ აზრის ვიყავ, რომ საქართველოს […]

“პატარა რელიგიური სასწაული…”

“წმინდა ღვთისმშობელი ასეთ ქვეყანაზე, გარწმუნებთ, უარს იტყვის. ლეგენდაც დამთავრდება და სიმბოლოც წაიშლება,” – ასე სრულდება მწერალ ჯემალ ქარჩხაძის ჩანაწერი, რომელიც პატარა რელიგიურ სასწაულთან არის დაკავშირებული. ჯემალ ქარჩხაძე: “მე არ ვიცი, არის თუ არა დღეს, ჩვენს შორის ღვთისმშობლის მადლი და სიყვარული, მაგრამ მოდით ერთი წუთით პატარა რელიგიური სასწაული წარმოვიდგინოთ: ღვთისმშობელმა თავისი ქვეყნის “ხილვა” მოისურვა. რას ნახავს? […]

“სიზმრად ვნახე საქართველო – სისხლის ტბაში ბანაობდა…”

შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე დავით შემოქმედელი საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს – 25 თებერვალს პოეტ იოსებ გრიშაშვილს იხსენებს: “25 თებერვალი, საქართველოს ისტორის შავი დღეა… 1917 წელს იოსებ გრიშაშვილი საჯაროდ ხალხს მოუწოდებდა: ,,დავიცვათ სამშობლო, დავიხსნათ მამული“. მაინც ეგონათ, ქალის სხეულის სილამაზის მეტი არაფერი ახსოვსო. ლიტერატურის ისტორიას თავიდან გააზრება სჭირდება. გთავაზობთ, იმ სასტიკ ჩეკისტურ-ათეისტურ პერიოდში დაწერილ ამონარიდებს იოსებ […]

“მეტ თანხას გადავიხდით, ოღონდ ვაჟა აღარ დაბეჭდოთო”

ვაჟა ფშაველას შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი 18 თებერვალთან დაკავშირებით ფოტოს აქვეყნებს და ერთ ისტორიას იხსენებს, რომელიც მთის არწივის ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტს ასახავს. ლელა რაზიკაშვილი: “18 თებერვალს, ოღონდ 1913 წელს, გორში ლიტერატურული საღამოს დაწყების წინ, კულისებში ვაჟას ქუთაისელი სტუმარი, ახალგაზრდა პოეტი აკაკი მარგიანი ეწვევა და პეტრე ყიფიანის წერილს გადასცემს. წერილში, ქუთაისის ინტელიგენცია ვაჟას ლიტერატურულ საღამოზე მონაწილეობის […]

”დაგიკოცნი თვალებს, ჩემო დედიკო, შუბლს და ჭაღარას”

XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსმა მწერალმა ჭაბუა ამირეჯიბმა მრავალ ცხოვრებისეულ ქარტეხილებს გაუძლო. უნივერსიტეტში სწავლისას მწერალი „საქართველოში საბჭოთა წყობილების დასამხობად შეიარაღებული აჯანყების მზადების“ საქმის ფიგურანტი გახდა. ორგანიზაციას, რომლის წევრობისთვისაც ჭაბუა ამირეჯიბი დააკავეს, „თეთრი გიორგი“ ერქვა. მწერალს 25 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. პროკურორის მიერ განაჩენის გასაჩივრების შემდეგ მოსამართლემ ის ლმობიერად ჩათვალა და უმაღლესი ზომით – დახვრეტით შეცვალა. სამი […]

“ანდერძად ეგ დამიტოვა და უნდა შევუსრულოო…”

მწერალი რევაზ ინანიშვილი თავისი შემოქმედებით მკითხველს ყველაზე მარტივ და ყოველდღიურ საკითხებსაც კი საინტერესოდ წარმოუჩენს. “არტ ინფო” გთავაზობთ მწერლის მოთხრობას “ლამაზი ცრემლები”, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს: მეტი გზა არ იყო, ისევ ღუმელით უნდა წასულიყვნენ იოლას. ნოემბერი რომ განახევრდა და ცივი წვიმები დაიწყო, თინამ მამას სოფელში წერილი მისწერა: მამაჩემო, შენ გენაცვალე, იქნებ მანდ ვინმესთან ოთხი კუბმეტრი (“ოთხი […]

მზია კვირიკაშვილი – სიცილის დედოფლის ტკივილიანი ცხოვრება

– თქვენ იცით, რომ ცხოვრებაში იუმორისტები ყველაზე მოწყენილი ადამიანები არიან – მოწყენილი არლეკინები?! ჩვენ გულში იმდენი ადამიანური ტკივილი გვაქვს! მაგრამ… ფარდის უკან ცრემლს მოიწმენდ და სცენაზე მანათობელი ღიმილით გამოდიხარ, დარბაზს აიძულებ, რომ გაიცინონ. ჯერ კიდევ ჩაპლინი ამბობდა, ადამიანების გაცინება გაცილებით ძნელია, ვიდრე ატირება! – ეს სიტყვები “სიცილის დედოფალს” მზია კვირიკაშვილს ეკუთვნის. მართლაც, მთელი ცხოვრების მანძილზე […]