კატეგორია: ოქროს ფონდი

“სრულიად მშიერი ვარ და საჭმლის ფული აღარ მაქვს”

ალბათ დღეს ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ ამ სიტყვების ავტორი არც მეტი, არც ნაკლები ვაჟა ფშაველაა, მაგრამ ეს მწარე სიმართლეა. 1915 წელს, როდესაც აკაკი წერეთელი გარდაიცვალა, ვაჟა ფშაველამ სწორედ მაშინ მისწერა წერილი გამომცემლობას: “გავიგე, აკაკი დიდი ამბით დაგიკრძალავთ. მჯერა, ეგრე იქნებოდა. ისიც ვიცი, რომ ჩემი სიკვდილის შემდგომ ჩემთვის კარგი ადგილი გაქვთ შერჩეული და დიდის პატივით მიპირებთ დასაფლავებას, […]

როგორ გადაურჩა “ჯარისკაცის მამა” განადგურებას

ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, რაც რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ ფილმი “ჯარისკაცის მამა” სულიკო ჟღენტის სცენარის მიხედვით გადაიღო. ფილმი, რომელიც რეჟისორის შემოქმედების სავიზიტო ბარათად იქცა, რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. სულიკო ჟღენტი ხშირად ყვებოდა, რომ 16 წლის ასაკში ომში მოხალისედ წავიდა, სადაც შეხვდა ბოდბისხეველ გლეხს გიორგი მახარაშვილს. იგი ასაკის მიუხედავად, ფრონტის წინა ხაზზე დაღლილ ახალგაზრდა ჯარისკაცებთან ერთად იდგა და […]

ვინ უწინასწარმეტყველა მსახიობობა დოდო აბაშიძეს

დოდო აბაშიძის სახელისა დ გვარის ხსენებაზე ყველას ბედნიერების ღიმილი ეფინება სახეზე და ახსენდება არაჩვეულებრივი ქართული ფილმები “უდიპლომო სასიძო”, “ჭრიჭინა”, “ყვარყვარე”, “ბაში-აჩუკი”, “ბურთი და მოედანი”, “დიდი წვანე ველი”, “არ იდარდო!”, “სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, “ვერის უბნის მელოდიები”, “როცა აყვავდა ნუში”, “ფესვები”, “დათა თუთაშხია”… მსახიობის ცხოვრება ბავშვობიდან დაუკავშირდა ხელოვნებას და ის, რომ დოდო აბაშიძე მსახიობი გამოვიდოდა, ჯერ კიდევ […]

იაკობ ტრიპოლსკი – მსახიობი, რომელიც თეატრალურში არ მიიღეს

“მანანა”, “ქეთო და კოტე”, “ჭრიჭინა”, “ცისკარა”, “ქალის ტვირთი”, “ხევისბერი გოჩა”, “შეხვედრა წარსულთან” – მსახიობმა იაკობ ტრიპოლსკიმ 25-მდე ფილმში ითამაშა და მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებში სხვადასხვა პერსონაჟები განასახიერა. ის მაყურებელმა ძალიან შეიყვარა. დუშეთის რაიონის დაბა ფასანაურში დაბადებული ხელოვანი სულ პატარა ბიჭი იყო, როცა ურმით თბილისში ჩამოვიდა და პირველად ეზიარა თეატრალურ სამყაროს. ბევრისთვის ალბათ უცნობია, რომ მსახიობი თეატრალურ ინსტიტუტში […]

აი, რა არის ”სუხიშვილების” წარმატების საიდუმლო

ანსამბლი “სუხიშვილები” წლებია წარმატების ზენიტშია. მათი აღზევება ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის თავდაუზოგავი შრომის შედეგია. მშობლების წარმატებული გზა მათმა შვილმა თენგიზ სუხიშვილმა გააგრძელა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, ანსამბლს სათავეში ილიკო სუხიშვილი უმცროსი და ნინო სუხიშვილი ჩაუდგნენ. – ჩვენ მატარებელი ლიანდაგებზე დავაყენეთ. თქვენ უბრალოდ ხელი უნდა ჰკრათ მას, ის კი სულ ივლის და ივლის, – ასე […]

ნიაზ დიასამიძე – თბილისის კოლორიტი განუმეორებელი იუმორით

თბილისის კოლორიტი ნიაზ დიასამიძე მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული – წერდა ლექსებს, უკრავდა ფორტეპიანოზე, მუშაობდა სახელმწიფო ფილარმონიაში და საქართველოს ტელევიზიაში, აქანდაკებდა და რაც მთავარია, ჰქონდა იუმორის გასაოცარი ნიჭი. “არტ ინფომ” ნიაზ დიასამიძის ხუმრობები შეკრიბა და განწყობის ასამაღლებლად რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:   *** – ძია, მომეხმარეთ რა, – დაუძახა ნიაზმა გამვლელს. კაცმა შეხედა როგორ შეეშვირა ზურგი კაზარიანცის […]

ვაჟა-ფშაველა: “სააღდგომოდ”

აღდგომის დღესასწაული მთელი წლის განმავლობაში ყველაზე სასიხარულო დღეა მორწმუნეთათვის. ამ საკითხზე არაერთმა მწერალმა და პოეტმა მოთხრობა, ლექსი თუ წერილი დაწერა. “არტ ინფო” გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს – ვაჟა ფშაველას მიერ 1889 წელს დაწერილ ნაწარმოებს “სააღდგომოდ”: “დღეს შაბათია, წინადღე აღდგომისა. ბუნებაც მომზადებულა აღდგომის მისაგებებლად. ავსილა მისი გულ-მკერდი ყვავილებით. თავზედ ადგა გვირგვინი გამარჯვებისა და ეს დედა, დედამიწა, სულგრძელი, […]

“ქართველობა არასოდეს ყოფილა მონობის, უმწეობის, ჩაგრულობის სიმბოლო”

1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით “არტ ინფო” გთავაზობთ მწერლისა და პოეტის ოთარ ჭილაძის ჩანაწერს, რომელიც 9 აპრილის სისხლიან კვირა დღეს ეხება: “დარწმუნებული არა ვარ, რაიმე ზემოქმედებას თუ მოახდენს ჩემი სიტყვა თქვენს სულსა და გონებაზე, მაგრამ აღარც გაჩუმება შემიძლია – არა რომელიმე ჩვენგანის, არამედ საერთოდ საქართველოს ხვალინდელი დღეა […]

“ხელოვნება ჩემი ღმერთია”

– მე რომ არ ვხატო, ეს სიკვდილს უდრის, – ასე ამბობდა ცნობილი ქართველი მხატვარი ირაკლი ფარჯიანი. მისი ნამუშევრებიდან გამორჩეულია სახარების თემაზე შექმნილი ნახატები – ლუკას, იოანეს და მარკოზის სახარებების ილუსტრაციები, ასევე საბავშვო ბიბლიის ილუსტრაცია. ამ ნამუშევრების შემქნას წინ დიდი ტრაგედია უძღოდა – მხატვარს დედა გარდაეცვალა და სულიერი ტკივილის შესამსუბუქებლად სახარება წაიკითხა. მას შემდეგ, ირაკლი ფარჯიანის […]

უმძიმესი განაჩენი ტიციან ტაბიძისთვის

– არც ერთ ჩემს მეგობარ მწერალზე გულში წყენა არ ჩაიდო, ისინი დაწერენ, რომ დამნაშავე ვიყავი, თორემ სხვანაირად ვერ გადარჩებიან, იმათაც დახვრეტენო, – უთხრა პოეტმა ტიციან ტაბიძემ გადასახლებაში წაყვანის იმ ავბედით ღამეს ქალიშვილს ნიტა ტაბიძეს. ტიციან ტაბიძის შვილის ნიტა ტაბიძის მოგონებებს პოეტი და მწერალი დავით შემოქმედელი ასაჯაროვებს: “წინაპართაგან წავიდა ყველა… დღეს 2 აპრილია, ტიციანის დაბადების დღე. […]