კატეგორია: მუსიკა

გრიგოლ ყიფშიძის გრანპრი შვეიცარიაში

“იქს ფაქტორის” ფინალისტმა 12 წლის გრიგოლ ყიფშიძემ კიდევ ერთ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია. მომღერალმა შვეიცარიაში სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე starsvoices მთავარი პრიზი – გრანპრი მოიპოვა. კონკურსზე დასწესებულ სამ კატეგორიაში 9 ქვეყნის 22 მომღერალი მონაწილეობდა. ჟიურის გადაწყვეტილებით ფინალისტებიდან გრანპრი საქართველოს წარმომადგენელს გრიგოლ ყიფშიძეს მიენიჭა. გრიგოლ ყიფშიძე წელს საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე წარადგენს, რომელიც თბილისში ჩატარდება. საკონკურსო სიმღერა მისთვის გიგა […]

ალექსანდრე ზაზარაშვილი უკრაინულ ”ვოისში”

ოპერის მომღერლის ირაკლი კახიძის მიერ ქართველ რობერტინო ლორეტიდ შეფასებული ალექსანდრე ზაზარაშვილი სულ მალე უკრაინულ ვოისში მიიღებს მონაწილეობას. რუისელი ვირტუოზი არაერთი საერთაშორისო ფესტივალის თუ კონკურსის გამარჯვებულია. ის შარშან ქართულ “ნიჭიერშიც” მონაწილეობდა, სადაც ჟიურის ოთხივე წევრისგან ოთხი კი დაიმსახურა. ალექსანდრე ოქტომბრის თვეში უკვე უკრაინის ვოისში მიიღებს მონაწილეობას და საკუთარი უნიკალური ხმით უკრაინელებისთვის იმღერებს. მოგვიანებით კი ესპანეთში გაემგზავრება, […]

“სახეს” საჩუქარი მსმენელს

ჯგუფი “სახე” წელს 20 წლის გახდა. იუბილე ჯგუფის წევრებმა დათო ხუჯაძემ და დათო ფორჩხიძემ გრანდიოზული კონცერტით აღნიშნეს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და მის წინ ვარსკვლავიც გაიხსნეს. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დათო ხუჯაძემ და დათო ფორჩხიძემ ახალი კლიპი გადაიღეს და გოგი ცაბაძის ცნობილი სიმღერა “ჩემო თბილის ქალაქო” ახლებური არანჟირებით ააჟღერეს. სიმღერის ახლებური ვერსიის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო ჯგუფის […]

უყურეთ და უგულშემატკივრეთ საქართველოს!

მომღერალი თემო საჯაია ყაზახეთში გამართულ სიმღერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს. “Silk way star 2017” – ასე ეწოდება კონკურსს, სადაც 9 ქვეყანა მონაწილეობს და საქართველოს თემო საჯაია წარადგენს: “მოგესალმებით მეგობრებო!!! ეს არის პირველი ტურის სიმღერა და შეგიძლიათ ნახოთ. ეს არის საერთაშორისო კონკურსი “Silk way star”, სადაც ცხრა ქვეყანა მონაწილეობს. საქართველოს მე წარმოვადგენ!!! უყურეთ და უგულშემატკივრეთ საქართველოს!!!”

“ამ გენიოსზე რატომ არავინ საუბრობთ?”

მომღერალი ნინო ბაშარული მუსიკოს ზვიად ბოლქვაძეს გენიოსს და ბგერის ჯადოქარს უწოდებს: “ამ გენიოსზე რატომ არავინ საუბრობთ? რატომ არ გიყვართ მავანს და მავანს, განსხვავებულებზე, გენიოსებზე საუბარი?! რატომ მოგწონთ მხოლოდ დაშტამპული, ქავერების ან ჩირთი ფირთი სიმღერების მოსმენა უმეტესობას? მოკლედ… არ გავაგრძელებ… ზვიად ბოლქვაძეს მოუსმინეთ. ბგერის ჯადოქარს!!! და გაინათეთ გონება და გემოვნება… მე მისი მოსმენა ძალიან მიყვარს… ზოგადად […]

ისიამოვნეთ ნინო ქათამაძის კიდევ ერთი შედევრით

მომღერალი ნინო ქათამაძე და ჯგუფი ინსაითი თავის ერთგულ მსმენელს სიურპრიზებით ანებივრებს. ნინომ თავისი ერთ-ერთი ბოლო ალბომიდან სახელწოდებით “Yellow” სიმღერზე ”Song Is All I Have” ვიდეორგოლი გადაიღო. კლიპი ინტერნეტში უკვე გავრცელდა და მას ათასობით ნახვა, მოწონება და გაზიარება აქვს. მომღერალმა მშვიდი, მელოდიური მუსიკალური კომპოზიციით, უძლიერესი სიტყვებით და საოცრად ორიგინალური ვიდეორგოლით თავის ერთგულ მსმენელს კიდევ ერთი ულამაზესი […]

ლელა წურწუმიას კონცერტი ჩაიშალა

23 სექტემბერს გერმანიის ქალაქ მიუნხენში დაგეგმილი ლელა წურწუმიას კონცერტი ჩაიშალა. ინფორმაციას ამის შესახებ მომღერლის მეუღლე და პროდიუსერი კახი მამულაშვილი ავრცელებს: “ძვირფასო ემიგრანტებო! განსაკუთრებულად ველოდებოდით თქვენთან შეხვედრას მიუნხენში, გულწრფელად გვინდოდა თქვენთვის საყვარელი და მონატრებული სიმღერების შემოთავაზება, ბოლო წუთამდე არ ვკარგავდით იმედს, რომ შეგხვდებოდით, ბოლო წუთამდე ველოდეთ ორგანიზატორის მხრიდან თვითმფრინავის ბილეთებს და სასტუმროს ჯავშანს, (ჰონორარზე აღარააა საუბარი), […]

ქართველი მომღერლის წარმატება პოლონურ “Voice”-ში

მუსიკალური შოუ “Voice” მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სხვადასხვა ქვეყნის კონკურსებში ნიჭიერი მომღერლები საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას და შოუს მთავარი პრიზის მოგებას ცდილობენ. გამონაკლისი არც ქართველი მომღერალი დავით ადამაშვილია, რომელმაც მონაწილეობა პოლონურ “Voice“-ში მიიღო და შესარჩევ ტურში ინგლისური როკ ჯგუფის როლინგ სტოუნზის უკვდავი ჰიტი “ენჯი” შეასრულა. დავითის ორიგინალურ შესრულებას ჟიურის სამი წევრი შემოუბრუნდა. ქართველი კონკურსანტის ვიდეოს […]

ლაშა ღლონტის საჩუქარი მსმენელს

მომღერალი ლაშა ღლონტი და მის მიერ შესრულებული სიმღერები მსმენელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ხელოვანმა თავის ერთგულ მსმენელს საჩუქარი მოუმზადა და ახალი სიმღერა ჩაწერა. მუსიკა ირაკლი შარაძეს ეკუთვნის, ტექსტი კი – მამა პეტრე კვარაცხელიას. ინფორმაცია და ვიდეო მამა პეტრემ გაავრცელა: “ლაშა ღლონტის საოცარი შესრულებით. მადლობა მუსიკის ავტორს ირაკლი შარაძეს, რომ ჩემი ლექსი ,,დეკემბერია” აამღერა…”

“ახლა ოფიციალურად შემიძლია კარგი ამბები გაგიზიაროთ”

ბრიტანულმა როკ ჯგუფმა „Kiss The Gun“ ქართველი მომღერალი ნადი ზახარიანი ვოკალისტად აიყვანა. ნადი ზახარიანი პირველად “ნიჭიერში” გამოჩნდა, მოგვიანებით კი “ახალ ქართულ ხმაში” მიიღო მონაწილეობა. როგორც მომღერალი აცხადებს, ჯგუფს ალბომზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და მისი მოსმენა სულ მალე იქნება შესაძლებელი: “ახლა ოფიციალურად შემიძლია, კარგი ამბები გაგიზიაროთ. ძალიან ბევრ კანდიდატს შორის ჩემი ხმა გახდა რჩეული ბრიტანული […]