მოზაიკა

ასეთი დუეტი ჯერ არ მოგისმენიათ

რეპერი ემინემი მსოფლიო ესტრადაზე გამოჩენისთანავე მოექცა ყურადღების ცენტრში თავისი ორიგინალურობით და ექსცენტრიკულობით. მისი ალბომები მილიონობით ტირაჟით იყიდება, კონცერტებზე კი სრული ანშლაგებია. ემინემის ახალ სიმღერებს მილიონობით ერთგული მსმენელი მოუთმენლად ელოდება. და, აი, ინტერნეტში გამოჩნდა ემინემის ყველაზე ორიგინალური…

ელ ჯერო გარდაიცვალა

ჯაზის ლეგენდა ელ ჯერო 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას უცხოური გამოცემები ავრცელებენ. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ხელოვანი ლოს ანჯელესის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. ელ ჯეროს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 2017 წელს დაგეგმილი ყველა კონცერტი…

არეტა ფრანკლინი სცენას ემშვიდობება

მსოფლიო ლეგენდა არეტა ფრანკლინი სცენას ემშვიდობება. გადაწყვეტილება სოულის დედოფალმა უკვე მიიღო და გაასაჯაროვა კიდეც. 2017 წელს მას პენსიაზე გასვლა აქვს გადაწყვეტილი. როგორც მომღერალმა განაცხადა, თავის შვილიშვილებთან უფრო მეტი დროის გატარება სურს. თუმცა მაყურებელთან დამშვიდობებამდე არეტა…

შოპენის უცნობი ფოტო აღმოაჩინეს

პოლონელი კომპოზიტორის და პიანისტის ფრიდერიკ შოპენის ახალი ფოტო პარიზში აღმოაჩინეს. ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ფოტო – დაგეროტიპია, რომელიც ფოტოგრაფიის წინაპრად არის მიჩნეული. დაგორიტიპია 1824 წლიდან არსებობს. კომპოზიტორის ფოტო შვეიცარიელმა ფიზიკოსმა ალენ კორელმა აღმოაჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ…

სამხრეთ კორეის კულტურის მინისტრი შავი სიებისთვის დააკავეს

სამხრეთ კორეაში ყველაზე ხმაურიანი დაკავება განხორციელდა – სეულის სასამართლომ სამხრეთ კორეის კულტურის მინისტრის ჩო იუნ სუნის დაპატიმრების ორდერი გასცა. როგორც Yonhap იტყობინება, სახელმწიფო მოხელის დაპატიმრების მიზეზი მის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება გახდა – კულტურის მინისტრი…

ვიდეო, რომელიც საუკეთესო დროში გამოგზაურებთ

ნიჭიერებით და ორიგინალურობით დღეს, XXI საუკუნეში ადამიანების გაოცება რთულია, თუმცა მაინც არსებობენ ისეთი ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებენ და ორიგინალურ ნომრებს ქმნიან. თქვენს წინაშეა აკაპელა, რომელმაც გასული საუკუნის 90-იანი წლების ყველაზე ცნობილი სიმღერები…

ფანი არდანის ფილმი სტალინზე ეკრანებზე გამოდის

ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ფანი არდანმა დაასრულა მუშაობა თავის ახალ ფილმზე, რომელიც დიდ ბელადს იოსებ სტალინს ეძღვნება. “სტალინის დივანი” – ასეთია ფილმის სახელწოდება, სადაც მთავარ როლს ფრანგული კინოს ვარსკვლავი ჟერარ დეპარდიე თამაშობს. ფილმის სიუჟეტის მიხედვით სტალინი…

„ბემბის“ მხატვარი 106 წლის ასაკში გარდაიცვალა

დისნეის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანიმაციური ფილმის “ბემბი” მხატვარი ტირუს ვონგი 106 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას უცხოური გამოცემები ავრცელებენ. ვონგის გარდაცვალებას ეხმაურება უოლტ დისნეის ოჯახის მუზეუმიც: “დისნეის ლეგენდარული მხატვარი, ტირუს ვონგი, თავისი ნახატების მარტივი კომპოზიციით უფაქიზეს…

ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი ჯორჯ მაიკლი 53 წლის ასაკში თავის სახლში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა მენეჯერმა გაავრცელა და ამ მომენტიდან მომღერლის გარდაცვალების მიზეზად სხვადასხვა ვერსია სახელდებოდა. უცხოურმა გამოცემებმა გაავრცელეს ფოტოები, რომელიც მომღერლის გარდაცვალებამდე რამდენიმე…

მურატ ილდირიმი დაქორწინდა

თურქული კინოს ვარსკვლავი მურატ ილდირიმი, რომელიც საქართველოს ხშირად სტუმრობდა და ქართველი ბავშვების დასახმარებლად ქველმოქმედებაშიც აქტიურად ჩაერთო, დაქორწინდა. გრანდიოზული ქორწილი სტამბოლში გაიმართა. მსახიობის რჩეული მაროკოს „სილამაზის დედოფალი“ იმან ელბანია. თურქული კინოს ვარსკვლავს საყვარელი ადამიანის “ხელში ჩასაგდებად”…