კატეგორია: მოდა

ქართველი მოდელი მილანის მოდის კვირეულზე

მილანის მოდის კვირეული განსაკუთებით წარმატებული აღმოჩნდა ქართველი მოდელებისთვის. Look Modéls Managemént-ის მოდელმა თეკლა ჩიჯავაძემ დიზაინერ Vivetta-ს კოლექციის ჩვენებაზე მიიღო მონაწილეობა. ინფორმაცია და ფოტოები Look Modéls Managemént-მა გაავრცელა: “ჩვენმა კიდევ ერთმა მოდელმა, უმაგრესმა გოგომ ყველაზე პოზიტიურმა და ულამაზესმა თეკლა ჩიჯავაძემ მილანის მოდის კვირეულზე დიზაინერ Vivetta-ს კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.”

ქართველი მოდელი გუჩის ექსკლუზივია

მილანში მოდის კვირეული მიმდინარეობს, სადაც ცნობილი ბრენდები გაზაფხული-ზაფხული 2018 წლის კოლექციებს წარადგენენ. გუჩის ექსკლუზივი, რომლის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ალესანდრო მიკელეა, ქართველი მოდელი მარიშა ურუშაძე გახდა. მოდელმა გუჩის გაზაფხული-ზაფხულის 2018 წლის კოლექციიდან ერთ-ერთი კოსტიუმი წარმოადგინა. ჩვენების ფოტოები ვოგის ოფიციალურ ვებ გვერდზე უკვე გავრცელდა. 1.79 სიმაღლის ცისფერთვალება მარიშა ურუშაძე ლუქ მოდელსის და ნექსტის მოდელია. მილანის მოდის კვირეულის შემდეგ, […]

თაკო ნაცვლიშვილი ვიქტორია სეკრეტის ფინალში

ვიქტორია სეკრეტის შოუში მოხვედრა მოდელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ოცნებაა. წელს მსოფლიოს სხვადასხვა ლამაზმანთა რიცხვს ქართველი თაკო ნაცვლიშვილიც შეუერთდა. შოუსთვის მოდელების შერჩევა რამდენიმე დღეა ნიუ იორკში მიმდინარეობს. დამწყებ მოდელებთან ერთად, ვიქტორია სეკრეტის შოუში მონაწილეობისთვის გამოცხადებულ კონკურსში ცნობილი მოდელებიც მონაწილეობენ. თაკო ნაცვლიშვილი უკვე წარსდგა შოუს ორგანიზატორთა წინაშე და და მათგან პირველი სასიხარულო შეტყობინებაც უკვე მიიღო – ქართველი […]

თაკო ნაცვლიშვილი რჩეულთა შორის მოხვდა

მსოფლიოში არსებული სამოდელო სააგენტოების ყურადღება ამჟამად მთლიანად ნიუ იორკზეა კონცენტრირებული, სადაც ვიქტორია სეკრეტის შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს. მონაწილეთა შორისაა ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი, რომელიც რჩეულთა შორის დასახელდა. გამოცემა bazaar.ru-მ ვიქტორია სეკრეტის შესარჩევ კონკურსზე მისულ მოდელებში საუკეთესო 15 გოგონა დაასახელა: უილოუ ჰენდი, დალია სავიკი, ლორა გრაუი, დაშა მალეტინა, სოფია რეზინგი, კამილა ჰანსენი, თაკო ნაცვლიშვილი, შარამ დინიზი, სამანტა […]

ქართველი დიზაინერები მილანის მოდის კვირეულზე

მილანის მოდის კვირეული სექტემბერში გაიმართება. იტალიური ვოგის ინფორმაციით, 21-დან 23 სექტემბრამდე 8 დიზაინერს ექნება საშუალება ვოგისა და სვაროვსკის ერთობლივ პროექტში მიიღოს მონაწილეობა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან შეკრებილ დიზაინერებს შორის 2 ქართველი მოხვდა – გიორგი ქებურია და დების ნინა და გვანცა მაჭარაშვილების ბრენდი MACH & MACH. გიორგი ქებურია ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მისი კაბა ლედი […]

თაკო ნაცვლიშვილი ვიქტორია სეკრეტის შესარჩევ კონკურსზე

”არტინფო” უკვე წერდა, რომ პარიზისა და მილანის მოდის კვირეულების მონაწილე ახალგაზრდა ქართველ მოდელს თაკო ნაცვლიშვილს მისი სააგენტო ნექსტი ვიქტორია სეკრეტის შესარჩევი კონკურსისთვის ამზადებდა. სააგენტოს ინფორმაციით, როგორც კი მოდელს 18 წელი შეუსრულდებოდა, კონკურსში მონაწილეობას შეძლებდა. ახლა თაკოს ხელს აღარც ასაკი უშლის და მოდელი ვიქტორია სეკრეტის შესარჩევ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. თაკო ნაცვლიშვილი უკვე ნიუ იორკში იმყოფება, სადაც […]

ადრიანა ლიმა ქართველი დიზაინერის კაბაში

ერთ-ერთმა ყველაზე ძვირადღირებულმა და მსოფლიოში ცნობილმა მოდელმა ადრიანა ლიმამ ამერიკული Harper’s Bazaar-ის სექტემბრის ნომრისთვის იპოზიორა. მოდელმა ფოტოსესიისთვის მოირგო ქართველი დიზაინერის ბალენციაგას ხელმძღვანელის დემნა გვასალიას პირველი ჰოთ კუტიურე კაბა BALENCIAGA-სთვის და ფეხსაცმელები შემოდგომა-ზამთრის 2017 წლის კოლექციიდან. ფოტოსესია ამერიკული Harper’s Bazaar-ის 2017 წლის სექტემბრის ნომერში დაიბეჭდება.

ქართველი მოდელი Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე

21 წლის ქართველმა მოდელმა თათია ახალაიამ Dolce & Gabbana-ს Alta Moda ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. ჩვენება იტალიის ქალაქ პალერმოში გაიმართა. ღონისძიებას 400 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ მსოფლიო ვარსკვლავები მადონა, ბრედ პიტი, ჯორჯ კლუნი, რობერტ დე ნირო… თათია “IC Model Management”-ის მოდელია. ის 2 წლის წინ საერთაშორისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look Georgia გამარჯვებული გახდა და […]

საქართველო მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ მოდურ ჟურნალში

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალი ELLE საქართველოს და ქართულ მოდას ვრცელ სტატიას უძვღნის. სტატიაში მრავლად არის ქართველი მოდელის ანი ჩიხლაძის ფოტოები, რომელიც დიზაინერ ელენე გიორგაძის კოსტიუმებით რიყეზე, ნარიყალაზე, ლეღვთახევში, მშვიდობის ხიდზე, ყაზბეგში პოზირებს. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ქართველი დიზაინერების კოლექციები საერთაშორისო ასპარეზზე დიდი მოწონებით სარგებლობენ და ეს ქვეყანა მსოფლიოს მოდის სიახლეებს ენერგიულად უწყობს ფეხს. ვრცელ სტატიასთან […]

ლედი გაგა ქართველი დიზაინერის სამოსში

“არტ ინფო” რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ მსოფლიო ვარსკვლავი კეტი პერი ლოს ანჯელესში გამართულ კონცერტზე მსმენელის წინაშე ქართველი დიზაინერების ნინა და გვანცა მაჭარაშვილების სამოსში წარსდგა. ჯენიფერ ლოპესი, სელენა გომესი, ბელა ჰადიდი, რიანა – ეს იმ ვარსკვლავების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსით იწონებენ თავს. მათ არც ლედი გაგა ჩამორჩა და ქართველი დიზაინერის გიორგი […]