კატეგორია: კულტურა

რესტავრაციის უახლესი მეთოდიკით “აღდგენილი” ტაძარი

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვედრებაში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია “აღადგინეს”. ისტორიკოსი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ეკლესიის “აღდგენილ” და აღდგენამდე გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს: “გილოცავთ! კიდევ ერთი, რესტავრაციის უახლესი მეთოდიკით “აღდგენილი” ტაძარი. ღვთისმშობლის ეკლესია, სოფელი ვედრება, ქარელის მუნიციპალიტეტი.”

“აწყურის ტაძარში ეს კაფელი ასე უნდა დატოვოთ?”

ისტორიკოსი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ამ კითხვით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს: “საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა – აწყურის ტაძარში ეს კაფელი ასე უნდა დატოვოთ?” ისტორიკოსმა განაცხადა, რომ მემკვიდრეობის ძეგლებზე თვითნებური და არაკვალაფიციური რესტავრაციის პროცესმა ზღვარს გადააჭარბა და საგანგაშო მასშტაბები შეიძინა საქართველოს ყველა კუთხეში. აწყურის ტაძარში არსებული ვითარებაც სწორედ ამის დასტურია.

“გამოიღვიძეთ, გამოფხიზლდით!”

ასე მიმართავს საქართველოს ისტორიკოსი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და მძოვრეთში, ციციშვილთა საგვარეულო ციხე-სიმაგრეში არსებულ ვითარებას კატასტროფას უწოდებს: “მძოვრეთში, ციციშვილთა საგვარეულო ციხე-სიმაგრეში კატასტროფა ხდება, კატასტროფა. გამოიღვიძეთ, გამოფხიზლდით! ეს არის ისტორიის მოსპობა და დასამარება და რაც გინდათ დაარქვით… ჩასარკინაბეტონებელი კიდევ ბევრია!” ისტორიკოსი აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე თვითნებური და არაკვალიფიციური რესტავრაციის პროცესმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და მორატორიუმის გამოცხადება გარდაუვალია: […]

“დაუფასებელი, მარტოხელა, ულუკმაპუროდ დარჩენილი გენია”

ასე აფასებს მსახიობი ნინო მუმლაძე თვითნასწავლი ხელოვანის 87 წლის ელენე ლუხუტაშვილის მდგომარეობას, რომელიც ჭურჭლის ნამტვრევებით და კენჭებით არაჩვეულებრივ ნამუშევრებს ქმნის: “კითხვაზე – რატომ არ ყიდით ნამუშევრებს? გვიპასუხა, განა შვილების გაყიდვა შეიძლებაო… ამ საოცარი ნიჭის გარდა, ის ხედავს ადამიანების ბედს, აურას, წარსულს… დაუფასებელი, მარტოხელა, ხშირად ულუკმაპუროდ დარჩენილი გენია ელენე ლუხუტაშვილი.”

“ერთად აღვნიშნოთ ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე”

„ეროვნული იმპერატივი“ ილია ჭავჭავაძის იუბილეს მის მშობლიურ ქალაქში ხვდება! ილია ჭავჭავაძის საიუბილეო პროექტი „ილია ჭავჭავაძე 180 – უკვდავების ფენომენი“ საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და მეშვიდე თვეა მიმდინარეობს. ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში 6 ნოემბერს, სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა“ წარმოდგენილი იქნება ილიას მშობლიურ ქალაქ ყვარელში, სადაც 1837 წლის 8 ნოემბერს დაიბადა! სპექტაკლი, რომელმაც უკვე მესამედი საქართველო მოიარა, ილიას […]

“მიტოვებული და გაპარტახებული უძველესი მონასტრები”

პოეტი და ფოტოხელოვანი ილია ჭკადუა, იგივე ვაჩე რაინდელი აფხაზეთში გადაიპარა და უჩუმრად ფოტოები გადაიღო. ხელოვანის ფოტოობიექტივში მოხვდა მიტოვებული და გაპარტახებული უძველესი მონასტრები, წაშლილი და გადაღებილი ფრესკები, საკონცერტო დარბაზად გადაკეთებული ტაძარი, უპატრონობით დანგრევის პირას მისული ჩვენი წინაპრების ნაგები ეკლესიები…. ილიას მიერ გადაღებულმა ფოტოებმა და აფხაზეთში გადაპარვამ დიდი გამოხმაურება მოიპოვა. გელა კურტანიძეს მიაჩნია, რომ სანამ ასეთი ქართველები […]

სუხიშვილების უმაღლესი ჯილდო პრაღაში

“სუხიშვილები”-ს ანსამბლის ბაზაზე არსებულმა ბავშვთა აკადემიურმა სტუდიამ პრაღაში გამართულ ფესტივალზე უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა. ფესტივალზე “PRAGUE STARS 2017″ სუხიშვილების უმცროსმა თაობამ აბსოლუტური გამარჯვება მოიპოვა და კონკურსის უმაღლესი ჯილდო, გრანპრი – ბროლის თასი დაიმსახურა! ინფორმაცია სუხიშვილების უმცროსი თაობის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა: ”როგორც ყოველთვის, სუხიშვილები საუკეთესოები ვართ! სუხიშვილების პატარა თაობის საკონცერტო ჯგუფის დიდი წარმატება საერთაშორისო ფესტივალ -კონკურსზე პრაღაში. აბსოლუტური […]

„წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დაიწყო

„წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დაიწყო და 17 ნოემბრამდე იწარმოებს. „წინანდლის პრემია“ 1998 წელს დაფუძნდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონი ზურაბ ჟვანიას ინიციატივით. პრემია ენიჭებათ ახალგაზრდა მეცნიერებსა და შემოქმედებს, წლის მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისათვის. „წინანდლის პრემია“ ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას. წლების განმავლობაში […]

იმოგზაურეთ ლელა შარაბიძის თოჯინების ჯადოსნური სამყაროში

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ლელა შარაბიძე ახალი საქმიანობით არის გატაცებული – მან მეთოჯინეობა დაიწყო და 3 ნოემბერს ფართო საზოგადოების წინაშე თავის ნამუშევრებს არტ.გალერეაში (უზნაძის ქ.68) გამოფენს. ლელა შარაბიძე, მსახიობი: ”თავდაპირველად გეტყვით, რომ მე ვარ მსახიობი და ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, ყველაზე ბედნიერად თავს სცენაზე ვგრძნობ, მაგრამ ცხოვრება მოულოდნელობებით არის აღსავსე, როდის რა სიურპრიზს […]

ქართველი კომპოზიტორის საერთაშორისო აღიარება

კომპანია “Prism Sound”-მა, რომელიც ამზადებს უძვირფასეს აუდიო ინტერფეისს, თავის ჟურნალში ქართველ ხმის რეჟისორზე, პროდიუსერზე და კომპოზიტორზე სტატია გამოაქვეყნა. ინფორმაცია რეჟისორმა დავით საყვარელიძემ გაავრცელა: “გიორგი გვარჯალაძე (გვაჯი) მგონი პირველი ქართველია ასეთ ჟურნალში, თან გარეკანზე. მე კი ის მახარებს, რომ გვაჯი თავის საქმეში მწვერვალებს იპყრობს. გვაჯი, გილოცავ ძმაო! ეს მართლა დიდი ამბავია ჩვენი ქვეყნისთვის. ხმის რეჟისორი საქართველოდან! […]