კატეგორია: კინო

რეზო გიგინეიშვილის “მძევლები” 2 პრიზით დაჯილდოვდა

რეზო გიგინეიშვილის ფილმმა “მძევლები” რიგით 28-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე “კინოტავრი” ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. “კინოტავრმა” ნომინაციაში “საუკეთესო რეჟისორი” რეზო გიგინეიშვილი დაასახელა, ნომინაციაში “საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი” კი გამარჯვებული ვლადისლავ ოპელიანცი გახდა. რეზო გიგინეიშვილის “მძევლების” მსოფლიო პრემიერა ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

ზაზა ურუშაძის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

ქართველმა რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მისი გახმაურებული ფილმი “მანდარინები” იტალიაში მსოფლიოს წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს. იტალია მსოფლიოს მასშტაბით წლის საუკეთესო ფილმს უკვე 61 წელია ირჩევს და მას San Fedele-ს პრემიას ანიჭებს. საუკეთესო ფილმის გამოსავლენად სპეციალური გამოკითხვა ტარდება, რომელშიც ჩართულია ყველა – კინოკრიტიკოსით დაწყებული, კულტურული სფეროს წარმომადგენლით და რიგითი მაყურებლით დამთავრებული. გამარჯვებულად […]

ია შუღლიაშვილის საერთაშორისო წარმატება

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ია შუღლიაშვილი ტრანსილვანიის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობად აღიარეს. ქართველმა ხელოვანმა ეს ჯილდო ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმში “ჩემი ბედნიერი ოჯახი” შესრულებული მთავარი როლისთვის მიიღო. ამავე ფესტივალზე ფილმმა “ჩემი ბედნიერი ოჯახი” ნომინაციაში “საუკეთესო ფილმი” გაიმარჯვა და კინოფესტივალის მთავარი პრიზი – ტრანსილვანიი თასი გადაეცა.

„ოქროს პეპელა“ – საერთაშორისო ფესტივალი თბილისში

29 მაისიდან 2 ივნისამდე თბილისი მეშვიდედ უმასპინძლებს საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს „ოქროს პეპელა“. ფესტივალში მონაწილეობენ მოზარდები უკრაინიდან, პოლონეთიდან, მოლდოვადან, აზერბაიჯანიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ბელორუსიიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან და საქართველოდან. ფესტივალზე 42 მოკლემეტრაჟიანი – 7 წუთამდე მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმი იქნება წარმოდგენილი. სელექციის შედეგად საკონკურსო პროგრამაში 18 წლამდე მოზარდების 30 […]

ნახეთ ზაზა ურუშაძის ახალი ფილმის თრეილერი

რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ ახალი ფილმი გადაიღო. ფილმის თრეილერი რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, თუმცა რეჟისორის გერმანელმა აგენტებმა ზაზა ურუშაძის ნამუშევრის ახალი თრეილერი დაამზადეს. “აღსარება” – ასე ეწოდება რეჟისორის მორიგ ფილმს. მასში მთავარ როლებს დიმა ტაიშვილი, სოფია სებისკვერაძე და იოსებ ქველიძე თამაშობენ. ფილმი ჟანრობრივად დრამაა. მამა გიორგი, რომელიც წარსულში რეჟისორი იყო, მსახურებისთვის ერთ სოფელში ჩადის. იმისთვის, რომ […]

ქართული ფილმის გამარჯვება ერაყის კინოფესტივალზე

ერაყში საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებიდან წარდგენილი ფილმები მონაწილეობდნენ. კონკურსანტთა შორის იყო დოკუმენტური ფილმი საქართველოდან. ნომინაციაში საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამარჯვებული გახდა მარიამ ხაჭვანის “დინოლა”. ფილმი მაყურებელს საკუთარი ნების წინააღმდეგ დანიშნული ქვრივის და სვანურ ტრადიციას შეწირული დედაშვილობის შესახებ მოუთხრობს. “დინოლა” უკვე მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალში და პრიზები და ჯილდოებიც დაიმსახურა. წარმატებების ჩამონათვალს ამიერიდან ერაყის კინოფესტივალზე […]

“მეტი ყურადღება ქართულ კინოს!”

რიგით 70-ე კანის საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ ახალგაზრდა რეჟისორი რატი წითელაძე კინოფესტივალზე 2 ფილმის პროექტს წარადგენს. რატი წითელაძე: “წარმოუდგენელია – წელს, 2 ფილმის პროექტს წარვადგენთ 70th Festival de Cannes-ზე. “ცარიელი სახლის” პიჩინგი 25 მაისს Gray d’Albion beach-ზე გაიმართება. დოკუმენტური “17 მაისი” კი Doc Corner-ზე 100-ზე მეტ საერთაშორისო დოკუმენტურიდან 6 საუკეთესო შორის […]

ჯონ მალკოვიჩი ქართულ ფილმში?

ცნობილი ამერიკელ მსახიობთან ჯონ მალკოვიჩთან მუშაობა ნებისმიერი რეჟისორისთვის დიდი სიამოვნება და ფუფუნებაა. გამონაკლისი არც ქართველი რეჟისორები არიან. ჯონ მალკოვიჩი საქართველოს თბილისის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში უკვე სტუმრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ვარსკვლავთან მოლაპარაკებები ქართულ მხატვრულ ფილმში მონაწილეობაზე მიმდინარეობს. რეჟისორი დიტო ცინცაძე სრულმეტრაჟიან ფილმს იღებს შინდისის გმირებზე. ფილმში მონაწილეობას მიიღებენ მერაბ ნინიძე, ია სუხიტაშვილი, გიორგი ბაბლუანი და […]

თინა მახარაძე კანის კინოფესტივალზე

ქართველი მსახიობი თინა მახარაძე კანის რიგით 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა. კინოფესტივალი წელს 17 მაისს საზეიმოდ გაიხსნება და 28 მაისამდე გაგრძელდება. თინა კინოფესტივალში მონაწილეობს არა როგორც მსახიობი, არამედ როგორც რეჟისორი. მსახიობი, რომელმაც კინორეჟისურის შესწავლა გადაწყვიტა, პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “მოწყენილობა” კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩამონათვალშია. თინა მახარაძემ 11 წუთიანი ფანტასტიკური ჟანრის დრამა […]

ქართველების ტრიუმფი პეკინის კინოფესტივალზე

პეკინში რიგით მეშვიდე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კინემატოგრაფისტებთან ერთად, ქართველებიც მონაწილეობდნენ. ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიალზე ქართველებმა ნამდვილი ფურორი მოახდინეს. დაწესებული 10 მთავარი პრიზიდან მათ 4 ჯილდო მიიღეს. ნომინაციაში საუკეთესო მხატვრული ფილმი გაიმარჯვა რეჟისორ გიორგი ბარაბაძის ფილმმა “ლუკა”; ნომინაციაში საუკეთესო რეჟისორი დაჯილდოვდა რუსუდან გლურჯიძე ფილმისთვის “სხვისი სახლი”; ნომინაციაში ქალის მეორეხარისოვანი როლის საუკეთესო შესრულება საუკეთესოდ […]