კატეგორია: თეატრი

ქართველი რეჟისორის ორი ჯილდო უკრაინაში

მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი ციცინო კობიაშვილი უკრაინაში ორი პრიზით დააჯილდოვეს. რეჟისორი, რომელიც უკრაინაში სპექტაკლებს დგამს, ქართული დიასპორის სრულუფლებიანი წევრი გახდა და სოროჩინცის ბაზრობაზეც ჯილდო მიიღო. ინფორმაცია ციცინო კობიაშვილმა თავად გაავრცელა: “ქართული დიასპორის სრულუფლებიანი წევრი ვარ და სოროჩინცის ბაზრობაზეც დამაჯილდოვეს უკრაინის კულტურაში შეტანილი წვლილისთვის.”

“განადგურდა მთელი ერთი წლის ნაშრომი!”

ლესელიძის ქუჩაზე ახალგაზრდები თბილისის კამერულ თეატრს აშენებენ. თეატრში, სადაც შემოდგომის ბოლოს სპექტაკლი უნდა ეთამაშათ, დღეს წყლით სავსე დახვდათ. ინფორმაცია და ფოტოები ცირა კობეშავიძემ გაავრცელა: “როგორც იცით, ან არ იცით 1 წელია ჩემი ძმა რატი კობეშავიძე, მისი მეგობრები და პედაგოგები აშენებენ ლესელიძეზე თბილისის კამერულ თეატრს, თავიანთი ძალებით!!! შრომობენ ფიზიკურად, გიორგი აფხაზავამ სახლიც კი გაყიდა! თეატრი, სადაც […]

დათა თავაძის გამარჯვება ბულგარეთში

ქართველი რეჟისორი დათა თავაძე ბულგარეთში დანაილ ჩირპანსკის პრემიით დააჯილდოვეს. ჯილდო ახალგაზრდა ხელოვანმა სამეფო უბნის თეატრისა და რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კოპროდუქციისთვის “სახეები” მიიღო. სპექტაკლმა გაიმარჯვა ნომინაციაში ”საუკეთესო ანსამბლი”. დათა თავაძემ წარმოდგენა ნობელის პრემიის ლაურეატი იაპონელი მწერლის იასუნარი კავაბატის მოთხრობების მიხედვით დადგა. დრამატული ჟანრის სპექტაკლში მთავარ როლებს ნატალია გაბისონია და ნიკა გოგიძე ასრულებენ.

“ამისთვის მართლაც ღირს ცხოვრება”

მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, მსახიობი მარინა ჯანაშია სცენას დაუბრუნდა. მსახიობი მონაწილეობას მიიღებს რეჟისორ გოჩა კაპანაძის მიერ დადგმულ სპექტაკლში “მოხუცი ჯამბაზები”. მარინა ჯანაშია: „რა ბედნიერებაა თეატრი, რა ბედნიერებაა ამდენი ხნის პერიპეტიის შემდეგ დაბრუნება… ასეთი დიდი სიყვარულის საბურველში გახვევა. ამისთვის მართლაც ღირს ცხოვრება. მაშინაც კი, როდესაც აღარაფრის იმედი იყო, ჩემი გონება თეატრში ტრიალებდა.“

არტურ მილერის გახმაურებული პიესა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

კუდიანებზე ნადირობა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე იწყება. უფროსი ასაკის მაყურებელს მოზარდ მაყურებელთა თეატრი არტურ მილერის გახმაურებული პიესის „სეილემის პროცესის“ ადაპტირებულ სცენურ ვერსიას სთავაზობს. ისტორიული დრამის პრემიერა 5 და 6 ოქტომბერს, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში შედგება. დასაწყისი 19:00 საათზე. საგულისხმოა, რომ პრემიერის დღეებში სპექტაკლი წარმოდგენილი იქნება ინგლისური სუბტიტრებით. პრემიერას უცხოელი კრიტიკოსებიც დაესწერებიან. სპექტაკლში, […]

ასეთ მდგომარეობაშია ცხინვალის თეატრი

ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი უმძიმეს მდგომარეობაშია. თეატრის თანამშრომელი რუსკა გელაძე ფოტოებს ავრცელებს და საზოგადოებას აცნობს პირობებს, სადაც თეატრის მესვეურებს მუშაობა უწევთ: “გუშინ, როგორც ყოველთვის, კიდევ ერთხელ დიდი ანშლაგით ჩაიარა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე ცხინვალის თეატრის სპექტაკლმა “კვაჭი”. მქუხარე აპლოდისმენტებისა და “ბრავო”-ს შეძახილის ფონზე, დიდხანს არ უშვებდა აღფრთოვანებული მაყურებელი მსახიობებს სცენიდან. მაყურებელი, […]

კუდიანებზე ნადირობა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე

მოზარდ მაყურებელთა თეატრი უფროსი ასაკის მაყურებელს არტურ მილერის გახმაურებული პიესის „სეილემის პროცესის“ ადაპტირებულ სცენურ ვერსიას სთავაზობს. ისტორიული დრამის პრემიერა 5 და 6 ოქტომბერს 19 საათზე თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში შედგება. პრემიერის დღეებში სპექტაკლი ინგლისური სუბტიტრებით იქნება წარმოდგენილი. სპექტაკლში, რომლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია, გადმოცემულია 1692 წელს მასაჩუსეტის პატარა ქალაქ სეილემში მომხდარი ტრაგედია – […]

ცხინვალის თეატრის თანამშრომლები სამსახურში ჩაფხუტებით დადიან

ივანე მაჩაბელის სახელობის ცხინვალის სახელმწიფო თეატრის თანამშრომლები სამსახურში ჩაფხუტებით დადიან. ამის მიზეზი იმ შენობის უმძიმესი მდგომარეობაა, სადაც ისინი მუშაობენ. რუსკა გელაძე: “ჩაფხუტებმა არ დაგაბნიოთ!!! არ შეგვიცვლია პროფესია. ისევ თეატრში ვმუშაობთ. უბრალოდ, სიცოცხლის უსაფრთხოების მიზნით, ამ ფორმით გვიწევს მუშაობა.”

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში ახალი სეზონი პრემიერით გაიხსნება

თბილისის აზერბაიჯანული თეატრი ახალ სეზონს პრემიერით იწყებს. დარიო ფოს პიესაზე „თავისუფალი ოჯახი“ რეჟისორი დავით ნიკოლაძე მუშაობს. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები ასლან მამედოვი, აიდა თაგიევა, ანარ გუმბათოვი, შეილა ჯაფაროვა და ლეილა კასუმოვა.  სექტემბერის ბოლოს პრემიერაზე აზერბაიჯანელი არტისტები თეატრის ერთგულ მაყურებელს ძველ მისამართზე სახელდახელოდ მოწყობილ დარბაზში უმასპინძლებენ, რომელიც სულ 50 კვადრატული მეტრია და სადაც, არც მეტი, არც ნაკლები, […]

მხიარული წარმოდგენა პატარებისთვის

29 და 30 სექტემბერს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში პრემიერაა. სპექტაკლს „თაგვები და ყველი“ რეჟისორი დავით ნიკოლაძე დგამს. თავდაპირველად მაყურებლისთვის რუსულენოვანი ვერსია იქნება წარმოდგენილი, მოგვიანებით კი ამავე სპექტაკლს მოზარდ მაყურებელთა თეატრი ახალი შემადგენლობით ქართულ ენაზე წარადგენს. ახალი სპექტაკლის სცენოგრაფიასა და კოსტიუმებზე ნინო ჩიტაიშვილმა იმუშავა, ქორეოგრაფი გია მარღანიაა, მუსიკალური გამფორმებელი კი ალექსანდრა ლორთქიფანიძე. სპექტაკლში […]