9 ივლისი, 2018

ყოველდღიური საკითხავი ოთარ ჭილაძისგან

ყოველდღიური საკითხავი ოთარ ჭილაძისგან– იმედი მაქვს, ჯერ კიდევ არ მივსულვართ აქამდე, მაგრამ შეიძლება მალე მივიდეთ, თუკი არც ამჯერად მოვეგებით გონს, არც ამჯერად ამოვიღებთ ხმას, არც ამჯერად გამოვიღებთ ხელს, – ამბობდა მწერალი ოთარ ჭილაძე და რაც დრო გადის, მისი სიტყვები სულ უფრო დამაფიქრებელია:

“ხალხი, რომელსაც ეროვნული ღირსებისა და სიამაყის გრძნობა უჩლუნგდება, ბიოლოგიურ სიცოცხლეს, მართალია, აგრძელებს, მაგრამ კი არ მრავლდება, სხვა ხალხებში ითქვიფება, ილექება…

საკუთარს კი არ ქმნის, სხვათა შექმნილს იმეორებს, ხოლო სხვა კულტურის მექანიკური გამეორება ერის თვითმკვლელობას ნიშნავს და, ბუნებრივია, აღარ არის საინტერესო დანარჩენი მსოფლიოსთვის.

იმედი მაქვს, ჯერ კიდევ არ მივსულვართ აქამდე, მაგრამ შეიძლება მალე მივიდეთ, თუკი არც ამჯერად მოვეგებით გონს, არც ამჯერად ამოვიღებთ ხმას, არც ამჯერად გამოვიღებთ ხელს.”