3 ივლისი, 2018

ნინიკო ჩხეიძე გარდაიცვალა

ნინიკო ჩხეიძე გარდაიცვალა99 წლის ასაკში მსახიობი ნინიკო ჩხეიძე გარდაიცვალა. უშანგი ჩხეიძის და ოთხი ათეული წლის განმავლობაში მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მოღვაწეობდა.

მსახიობმა 150-მდე სხვადასხვა ხასიათის როლი ითამაშა და მაყურებელს თავი სამუდამოდ დაამახსოვრა.

ნინიკო ჩხეიძემ დაწერა წიგნი “უშანგი” თავის ძმაზე – გენიალურ ქართველ მსახიობზე უშანგი ჩხეიძეზე.

ინფორმაცია მსახიობის გარდაცვალების შესახებ თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ გაავრცელა:

“როგორ მინდოდა, რომ 100 წლის გამხდარიყო. 99 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩემი დიდი მეგობარი და გულშემატკივარი ნინიკო ჩხეიძე. საქართველოს სახალხო არტისტი. დიდი უშანგი ჩხეიძის და. ყველაზე თბილი და ტკბილი ნინიკო!”