მოუსმინეთ რამაზ ჩხიკვაძის და გურამ საღარაძის “მრავალჟამიერს”

მოუსმინეთ რამაზ ჩხიკვაძის და გურამ საღარაძის "მრავალჟამიერს"გურამ საღარაძემ და რამაზ ჩხიკვაძემ – ქართული კინოსა და თეატრის ნამდვილმა ვარსკვლავებმა – მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს.

მათ მიერ შესრულებული თეატრალური თუ კინო-როლები ათასობით მაყურებელმა ნახა, მათ მიერ ნამღერი “მრავალჟამიერი” კი – ალბათ ბევრს არც მოუსმენია.

ნინო ზაუტაშვილი, ჟურნალისტი:

“მაპატიეთ, ვერ მოვითმინე. დიდად არ მიყვარს თავის გამოჩენა, ამომივარდა ფეისბუქზე და ბევრი ვიტირე. ეს ქალი დედაჩემია, რუსთაველის თეატრის მსახიობი, შემდეგ რადიოს დიქტორი (ასე ერქვათ მაშინ წამყვანებს), რამაზ ჩხიკვაძე და გურამ საღარაძე რუსთაველის თეატრის მსახიობები.

ჯგუფელები იყვნენ და ასეთი სიმღერის მოსმენის საშუალება ხშირად მქონდა ჩვენს სახლში მათი შეკრებების დროს. არცერთი აღარაა ცოცხალი. ვიდეო ჯგუფმა “ტელესინევიდეო”-მ გადაიღო თავის დროზე. რა ვიცი, იქნებ მოგეწონოთ.”