1 ივლისი, 2018

გინახავთ იაკობ ზუბალაშვილის საფრანგეთისთვის ნაჩუქარი კოლექცია?

გინახავთ იაკობ ზუბალაშვილის საფრანგეთისთვის ნაჩუქარი კოლექცია?ძმები ზუბალაშვილები და მათი ქველმოქმედება ქართველებისთვის კარგად არის ნაცნობი. მათი სახელი არაერთ სიკეთესთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, იაკობ ზუბალაშვილმა ძვირფასი ნივთები საფრანგეთს დაუტოვა, რადგან ქართველებზე ნაწყენი იყო.

გიორგი კალანდია, ისტორიკოსი:

“ჩემი მეგობრის გოგა ქართველიშვილის წყალობით, პარიზში აღმოვაჩინე ის, რაც ვიცოდი გადმოცემით და არ მენახა.

ეს არის ზუბალაშვილის კოლექცია, რომელიც ამ კოლექციონერმა საფრანგეთს დაუტოვა. პეტიტ პალეში ერთ-ერთ დარბაზს დღემდე ამშვენებს მისი სახელი, დღეს ეს აბრაც ვნახე და ძვირფასი ნივთებიც!

ზუბალშვილმა საფრანგეთს უსახსოვრა იმიტომ, რომ ქართველებზე გულნატკენი იყო. ძალაუნებურად ჩნდება კითხვა – სამშობლოსთვის რომ ეჩუქნა, იქნებოდა კი ისე დაფასებული და უკვდავყოფილი, როგორც პარიზში?! საქართველოში ხომ დღემდე არ არსებობს არცერთი კოლექციონერის და მეცენატის სახელობითი სამუზეუმო დარბაზი, სადაც მისი კოლექცია იქნებოდა გამოფენილი (არადა გვყავდა ზარეცკი, პაპუნა წერეთელი)…

დარბაზი კი არა, ნაჩუქარ ნივთებსაც კი არ ვაწერთ ვინ უსახსოვრა სამშობლოს, ამიტომ, მართალი გითხრათ, სულ არ მწყდება გული, რომ საფრანგეთს აჩუქა, ამით დიდი პოპულარიზაცია გაუწია სამშობლოს, ოღონდ ეგაა, გვარს თუ ქართული ვარიანტით დააწერენ, მეტი თვალსაჩინოება იქნება.

მოკლედ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გოგა ქართველიშვილს, მართლა ბედნიერებაა ესეთი მეგობარი რომ მყავს მე და მუზეუმს!”

გინახავთ იაკობ ზუბალაშვილის საფრანგეთისთვის ნაჩუქარი კოლექცია?