გელა დაიაურის სამი სევდა და სამი ტკივილი

გელა დაიაურის სამი სევდა და სამი ტკივილიმუცოელი პოეტი გელა დაიაური უდიდეს ტკივილს ატარებს. მას სამ სევდასთან და სამ ტკივილთან უწევს გამკლავება. მისი მეუღლე მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი და 2 მცირეწლოვანი შვილი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.

8 ივლისს მისი პირველი შვილის – დემეტრეს დაბადების დღეა. პოეტმა თავის პირველ სიხარულს 10 წლის იუბილე საჯაროდ მიულოცა:

“სამი სევდა და სამი ტკივილი ძალიან ძნელი ყოფილა გასაძლებად, ჩემო ვაჟო… ყოველ დღე მტკივა, მაგრამ, როცა უნდა მეზეიმა, ის დღეები ჯოჯოხეთად მექცა..

თუმცა მეიმედება, მანდ ანგელოზებად ხართ უფალთან და ღვთისმშობელი გფარავთ თქვენს დედიკოსთან ერთად … აქ მე უფრო ვერ მოგივლიდი ისე კარგად …

10 წლის იუბილეს გილოცავ, დემე… ჩემო პირველო გამხარებელო და სიტყვა “მამიკოს” პირველად მთქმელო.. მიყვარხარ და მენატრები.”

გელა დაიაურის სამი სევდა და სამი ტკივილი