გაიცანით ალექსანდრე სამხარაძე – ამომავალი ვარსკვლავი

10 ივლისი, 2018

გაიცანით ალექსანდრე სამხარაძე - ამომავალი ვარსკვლავიალექსანდრე სამხარაძე გორის უნივერსიტეტის სტუდენტია. ის სულით ხორცამდე ხელოვანია – უკრავს, მღერის და წერს ლექსებს.

ალექსანდრეს გამორჩეული, სპეციფიკური ხავერდოვანი ხმა აქვს და ლექსებს საოცრად კითხულობს.

ამის დასტურია მის ვიდეოებზე არსებული ათასობით მოწონება და კომენტარი, რომელსაც ინტერნეტმომხმარებლები არ იშურებენ. მათი მტკიცებით, ალექსანდრეს დიდი მომავალი აქვს – ის ნამდვილი ხელოვანია და მისი ადგილი სცენაზეა.