პირველად ბელორუსის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო აკადემიური თეატრი თბილისში გასტროლს გამართავს.
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ოქტომბერში ბელორუსის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასს უმანსპინძლებს.
ძველი ზღაპარი თანამედროვე ბავშვებისთვის – ბელორუსის თეატრალური დასი 5, 6, 7 ოქტომბერს შარლ პეროს „ჩექმებიან კატას“ წარმოადგენს.
ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.
სექტემბრის ბოლოს კი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი საგასტროლო სპექტაკლებით „რწყილი და ჭიანჭველა“ და „ღამე და თუთიყუში“ ბელორუსში გაემგზავრება.