6 ივლისი, 2018

ალფინა ფრესტა – უნიჭიერესი გოგონა განუმეორებელი ხმით

ალფინა ფრესტა - უნიჭიერესი გოგონა განუმეორებელი ხმით”ნიჭი, ძამიკო, ნიჭი!” – ამბობდა გალაკტიონი და ძნელია ამაში გენიალურ პოეტს არ დაეთანხმო. როცა ადამიანი ნიჭიერია, მას ვერანაირი დაბრკოლება ხელს ვერ შეუშლის. სწორედ ასეა 29 წლის ალფინა ფრესტას შემთხვევაშიც.

გოგონამ, რომელიც უნარშუზღუდულია და ეტლით გადაადგილდება, თავისი არაჩვეულებრივი სიმღერით, მსოფლიო შოკში ჩააგდო.

გოგონა ფართო საზოგადოების წინაშე ერთ-ერთ ღონისძიებაზე წარსდგა, სადაც განუმეორებლად ულამაზესი ხმით იმღერა. მისი გამოსვლა კიდევ უფრო შთამბეჭდავი დედის მხარდაჭერამ გახადა, რომელსაც მთელი მუსიკალური ნომრის განმავლობაში თავისი გოგონა ხელით ეჭირა.