ზვიად გამსახურდიას შვილიშვილის შვეიცარიული წარმატება

14 ივნისი, 2018

ზვიად გამსახურდიას შვილიშვილის დემეტრე გამსახურდიას შვეიცარიული წარმატებაზვიად გამსახურდიას შვილიშვილი დემეტრე გამსახურდია ხელოვანია. კონსტანტინე გამსახურდიას შვილი მუსიკალურ ნაწარმოებებს წერს.

კონსტანტინე გამსახურდია:

“შვეიცარიაში ჩატარდა ინტერაქტიული მუსიკალური ნაწარმოების “ვიკარეს” აქაური პრემიერა პოლონეთის შემდეგ. ეს პერფორმანსი რთულია დასახასიათებლად: ჩემი თვალსაზრისით, ეს არის კლასიკური მუსიკის, ჰარდროკის, მეტალის, ვიდეოარტის, თეატრის, პოეზიის და ბოლოს ეტრუსკული არქაიკის რაღაცნაირი სინთეზი.
ამ ნაწარმოების კომპოზიტორი და რეჟისორიც არის დემეტრე გამსახურდია. მასში მონაწილეობს დაახლოებით 30-მდე არტისტი შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან და პოლონეთიდან.

“ვიკარე” ეტრუსკული ფორმაა იკაროსისა: ადამიანისა, რომელიც მითში გაფრინდა, მაგრამ ჩამოვარდა.

საინტერესოა, რომ თავად ეს მითი ბერძნებმა ეტრუსკებისგან (შუა იტალიაში ჩ. წ-ის მეორე საუკუნემდე მცხოვრები რასენებისგან) მიიღეს. უნდა გითხრათ, რომ ეტრუსკული ტექსტი საოცრად გავს მეგრულ და სვანურ მეტყველებას, როდესაც იკითხება.

პერფორმანსის სამი გმირი (იკაროსთან და დედალოსთან ერთად) არიან ლეონარდო, სენტ-ეგზიუპერი და მარი სკლადოვსკაია-კიური.

საინტერესოა, რომ ლეონარდომ შექმნა ნახაზები და პრაქტიკულადაც სცადა აპარატის გამოცდა, მაგრამ ვერ გაფრინდა.

სენტ-ეგზიუპერი ჩამოვარდა თავისი თვითმფრინავით. ასე წავიდა “პატარა პრინცი.”

მარი სკლადოვსკაია-კიური, პირველი ნობელიანტი ქალი, ასევე ნაადრევად დაიღუპა.

ოთხივე მაგალითი არდანებებას განასახიერებს. იგი ადამიანის სულის ბრძოლაა სიცოცხლის ახალი ფორმებისთვის და იდეალებისთვის.”

ფოტოზე: დემეტრესთან და მისი შემოქმედებითი ჯგუფის მცირე ნაწილთან ერთად.