14 ივნისი, 2018

ზემო ბეთლემის ეკლესიას საფრთხე ემუქრება

ზემო ბეთლემის ეკლესიას საფრთხე ემუქრებათბილისი ძველ უბანში მდებარე ძველი ბეთლემის ეკლესიას საფრთხე ემუქრება.

მოსალოდნელი რისკების შესახებ განცხადებას იკომოს საქართველო ავრცელებს:

“ბეთლემის უბანი!

დღეს „ICOMOS საქართველო“ ცდილობს მოიპოვოს უფლება დაესწროს თბილისის მერიის ე.წ. „გაერთიანებულ ისტორიულ საბჭოს“, რათა საბჭოს წარუდგინოს ბეთლემის უბნის კვლევის ის მასალა, რომელიც ეხება ზემო ბეთლემის ეკლესიის არეალს. დღეს საბჭოზე დაგეგმილია ბეთლემის აღმართი N 16 ა-ს მიწის ნაკვეთის პრივატიზაციის საკითხის განხილვა. ეს მიწის ნაკვეთი მდებარეობს ზემო ბეთლემის ეკლესიის ისტორიული საყრდენი კედლის გასწვრივ.

თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურმა ერთხელ უკვე გაყიდა ამ მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორია ისე, რომ არ გადაამოწმა – შეიძლებოდა თუ არა ამ ნაკვეთზე შენობის აგება და საფრთხის ქვეშ დააყენა თბილისის ისტორიული ნაწილის გამორჩეული არეალი. ახლაც ეჭვი გვაქვს, რომ შესაძლოა ახალი მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის დადგენისას მერიამ არ გაითვალისწინოს აქ ისტორიულად ჩამოყალიბებული ქუჩათა ქსელისა და საფეხმავლო კავშირების სისტემა და კვლავაც პრობლემა შეუქმნას ბეთლემის ისტორიული უბნის დაცვასა და შენარჩუნებას.

“ICOMOS საქართველომ” ზემოაღნიშნულ საბჭოს სხდომაზე დასწრება სცადა, როგორც დადგენილი პროცედურით – ელექტრონული განცხადება, ისე სატელეფონო კომუნიკაციით შესაბამის სამსახურებთან, რაზეც სამწუხაროდ დადებითი პასუხი ვერ მიიღო. ჩვენ იმედი გავქვს, რომ „ისტორიული საბჭოს“ ექსპერტ წევრებს არ გამოეპარებათ არსებულ გარემოებასთან დაკავშირებული სავარაუდო რისკები და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. სხვა შემთხვევაში ისევ საჯაროდ საკითხის გამოტანა მოგვიწევს და ფართო საზოგადოების მხარდაჭერის იმედი გვაქვს.”

ზემო ბეთლემის ეკლესიას საფრთხე ემუქრება

ზემო ბეთლემის ეკლესიას საფრთხე ემუქრება