8 ივნისი, 2018

ვინ ამახინჯებს სუხიშვილების შემოქმედებას?

ვინ ამახინჯებს სუხიშვილების შემოქმედებას?სუხიშვილები და მათი შემოქმედება მთელ მსოფლიოშია ცნობილი. მათ საცეკვაო ნომრებზე გადაღებულ ვიდეოებს ათასობით ნახვა აქვთ.

ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სადაც სუხიშვილების შემოქმედება დამახინჯებულია. ვიდეორგოლს, სადაც სუხიშვილები საქართველოს საიმიჯო კლიპში ცეკვავენ, ცნობილი ებრაული ხალხური სიმღერის “ჰავა ნაგილას” მელოდია აქვს დადებული. ვიდეოს ავტორი Mark Naksam-ია.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სუხიშვილების ამ ვიდეორგოლს სხვა ქვეყნის მუსიკა ადევს. ორი წლის წინ ვინმე Shervin-მა ვიდეოს სულ სხვა სიმღერა დაადო, ინტერნეტში გაავრცელა და განაცხადა, რომ ეს ცეკვა აზერბაიჯანული ლეზგინკა იყო. ქართველების გააქტიურების შემდეგ კი მან ინტერნეტში ვიდეო წაშალა.

”არტინფო” გთავაზობთ Mark Naksam-ის ავტორობით გაკეთებულ ვიდეოს.