ვაჟა ფშაველას შედევრები იაპონურად

12 ივნისი, 2018

ვაჟა ფშაველას შედევრები იაპონურად ითარგმნავაჟა ფშაველას შემოქმედება იაპონურ ენაზე ითარგმნა. მწერლისა და პოეტის პოემები და მოთხრობები იასუჰირო კოჯიმამ თარგმნა.

მიხო მოსულიშვილი, მწერალი:

“აი, ახლა კი გაარკვევს იაპონელი მკითხველი, როგორ გაივლიან ვაჟა-ფშაველას დამკვირდებული „კაი ყმის“ იდეალის განმასახიერებელი პერსონაჟები (მისი პოემების გმირები) იაპონელი სამურაების „ბუშიდოს“, ანუ „მეომრის გზას“!

და ეს პერსონაჟები რატომ მიაგვანან აკუტაგავა რიუნოსკეს დახატულ სამურაებს!

ვაჟა-ფშაველას შედევრები იაპონურად
ქართულიდან იაპონურად მთარგმნელი – იასუჰირო კოჯიმა

პოემები:
„ალუდა ქეთელაური“
„სტუმარ-მასპიძელი“
„გველისმჭამელი“

მოთხრობები:
„შვლის ნუკრის ნაამბობი“
„ვერხვი“
„ჩხიკვთა ქორწილი“