30 ივნისი, 2018

უნიკალური თეატრი თბილისში განადგურებულია

უნიკალური თეატრი თბილისში განადგურებულია თბილისში არსებულ თეატრებს შორის, არსებობს ერთი, რომელიც თავისი ისტორიებით თუ შენობით ნამდვილად უნიკალურია. სამწუხაროდ, ეს თეატრი დღეს გადათხრილი და განადგურებულია.

ინფორმაციას რეჟისორი მაია კიკაბიძე ავრცელებს:

“პუშკინის სკვერის ქვეშ ავტოსადგომის ტრაქტორებით გათხრა მშვენიერებაა და ისტორიული საქმე, დღევანდელობის კიდევ ერთი საამაყო ნაბიჯი.

აი, ის დაკონსერვებული უნიკალური თეატრი რომ ელოდებოდა, როდესმე აღმადგენენო, ის თეატრი, რომელიც თავისი არქიტექტურით უნიკალური და ძველი თეატრების მსოფლიო ათეულში რომ შედიოდა, აი, ის რომლის სანახავად სწორედ რომ სპეციალურად ჩამოვიდოდნენ არა ის უფულო ზურგჩანთიანი ტურისტები, არამედ ფულიანი და ხელოვნების მოყვარულები, აი, ის თეატრი გადაითხარა და ეს არ იცოდნენ ვინც ამ ადგილს ყიდიდა ან ათხრევინებდა?

გასაგებია, რომ უმრავლესობამ არ იცის ეს ამბავი და ვინც იცის, იმან კი თქვა, მაგრამ რა? ხოდა, კიდევ ბევრი საინტერესოა თბილისის ქვეშ ისტორული და უნიკალური, აბა, ჰეე, მიწისქვეშა პარკინგებისთვის გადათხარონ!
თბილისი რომ რამოდენიმე ხევზეა გაშენებული, ვნახავთ მერე ჩანგრევას მიწების, თხარეთ მიწისქვეშაც, მიწისზევით ბეტონებით დაამძიმეთ და წავიდა გულავიი.

ქალაქის გენგეგმა სად არის? სანამ ყველაფერი არ გადაითხარ-გადაბეტონდა იქამდე არაა? და თბილისის განადგურება დაგინებული აქვთ, თუ დედაქალაქი ვერ აიტანეს?

როგორც გიორგაძეს მოეკითხება საყდრისის აფეთქება, ასევე მოეკითხება ნარმანიას თბილისის მკვლელობა და იმათაც, ვინც აგრძელებს ამას, ან ადრე აკეთებდა. არავინ იცის წინ მომავალი!”