26 ივნისი, 2018

უახლესი ინფორმაცია დაჭრილი ირაკლი ნოზაძის შესახებ

უახლესი ინფორმაცია დაჭრილი ირაკლი ნოზაძის შესახებმომღერალ ირაკლი ნოზაძეს ღუდუშაურის საავადმყოფოში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის დასრულების შემდეგ, ექიმმა ნიკა ქარცივაძემ პაციენტის შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ზურა ხაჩიძე, “ქუჩის ბიჭების” წევრი:

“მადლობა ღმერთს გადარჩა და მადლობა ექიმებს, ჩვენს მაგარ ექიმებს, რომ გადაგვირჩინეს პიკასო. სიტუაცია უკეთესად არის.

სიტუაცია ძალიან მძიმე იყო და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს. სასწრაფომ ძალიან ოპერატიულად მიიყვანა ღუდუშაურში და ექიმებმა ძალები არ დაიშურეს ირაკლის გადასარჩენად.

მადლობა ყველას ყურადღებისთვის და მაპატიეთ ყველას ვერ გწერთ და ვერ გპასუხობთ. ღმერთს მადლობა. მადლობა ყველას, ვინც ილოცეთ.”