8 ივნისი, 2018

ტერენტი გრანელი – “რვა ივნისია…”

ტერენტი გრანელი - "რვა ივნისია..."ტერენტი გრანელს ქართულ პოეზიაში გამორჩეული ადგილი უკავია. წლებია მისი შემოქმედება თაობებისთვის შეუცვლელია.

დღეს 8 ივნისია და “არტინფო” გთავაზობთ ტერენტი გრანელის ლექსს 8 ივნისზე:

“რვა ივნისია, ცხელა,
ოცნება ადის ცამდე.
მინდა მოვშორდე ყველას,
მინდა გავიქცე სადმე.

ჯერ კიდევ ძალა შემწევს,
ვიგრძნო დუმილი ვარდის,
მხოლოდ შენ ფიქრობ ჩემზე
იცი რას ქვია დარდი.

ისევ მიწასთან ვდგევარ,
მინდა გავიდე ველზე,
ისევ მზიანი დღეა,
ისევ სიხარულს ვეძებ.

ავი სიზმარი ვნახე,
მგონია, გუშინ დილით,
აღარ ექნება სახე
ახლა უჩემო თბილისს.”