შოთა იათაშვილი პოლონეთში დააჯილდოვეს

22 ივნისი, 2018

შოთა იათაშვილი პოლონეთში დააჯილდოვესპოეტი შოთა იათაშვილი პოლონეთში დააჯილდოვეს. ქართველმა შემოქმედმა რენესანსის პერიოდის პოეტის კლემენს იანიცკის პრემია მიიღო.

შოთა იათაშვილი:

“პრეზენტაციაზე პოლონელებმა წიგნისათვის მოულოდნელად პრემიაც გადმომცეს. ეს კლემენს იანიცკი, ვისი სახელობისაცაა პრემია, რენესანსის პერიოდის პოეტი ყოფილა და ლათინურად წერდა თურმე.

რომის პაპს გადაუცია მისთვის მედალი და სემუელ კოლრიჯს მიაჩნდა, რომ ლათინურ ენაზე მთხზველ პოეტებს შორის ის ყველაზე ძლიერი იყო.

მოკლედ, ასე დამთავრდა ჩემი იტალიურ-პოლონური ტური.”

შოთა იათაშვილი პოლონეთში დააჯილდოვეს