რეზო გაბრიაძის წარმატების ფორმულა

29 ივნისი, 2018

რეზო გაბრიაძის წარმატების ფორმულარეჟისორი რეზო გაბრიაძე ასაკს არ უშინდება და მისი შემოქმედების მოყვარულებს სიახლეებს სთავაზობს. მისმა ერთ-ერთმა ბოლო ფილმმა “ჰარი ჰარალე, დედაო!” მაყურებლის უდიდესი მოწონება დაიმსახურა.

რეზო გაბრიაძის წარმატების ფორმულა კი ასეთია: აიღეთ სიყვარული “მიმინო”-დან, დაუმატეთ იუმორი “მიმინო”-დან და სიბრძნე “არ დაიდარდო”-დან. მხოლოდ ასე შეიძლება წარმოიდგინოთ რამდენად კარგია რეზო გაბრიაძის ბოლო ფილმი.

თავად რეჟისორს კი მიაჩნია, რომ ყველაზე მთავარი ადამიანისთვის ბავშვობაა, რომელიც პიროვნების ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს თამაშობს:

“რა არის ჩვენი ბავშვობა? ყველაზე მშვენიერი მასში 38–დან 40 გრადუსამდე ტემპერატურაა – სკოლაში არ მიდიხარ, დედამ ნამცეცები გადმოფერთხა ზეწრიდან, ცივი ზეწარი, ჩქარობ, მკერდზე წიგნი მიგიკრავს, წვები და სადღაც მიდიხარ……ჩემი ბავშვობის ღვთაებრივო გრიპო! რამდენი რამ მომეცი!”