1 ივნისი, 2018

ნინა სუბლატი: “ბოდიში, მაგრამ…”

ნინა სუბლატი: "ბოდიში, მაგრამ..."მომღერალი ნინა სუბლატი თითქმის არასდროს აკეთებს საჯარო განცხადებებს, თუმცა ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა დუმილი დაარღვევინა:

“მესმის “ნაცები არ მინდას” პათოსი, მაგრამ მაგის გამო დავივიწყოთ ეს ამბავი და ეს მასიური დაჩმორება რასაც სისტემა გვიწყობს? ჩვენ, ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ პროტესტს სუფთა გულით ვუერთდებით, თუ იმდენად გავერთიანდებით რომ ერთი დიიიდი, სამშობლოზე და ხალხზე შეყვარებული გუნდი გამოვალთ, ნაცი და ქოცი კი არა, ვერავინ ვერ მოვა ჩვენი ნების გარეშე და ისეთი სისტემა გვექნება, რომელიც ჩვენ გვემსახურება და არა ჩვენ ხარჯზე იხარებს და თან გვამონებს.

ბოდიში, მაგრამ ამ ამბავში გმირი არავინ არაა; არასწორად აღზრდილი ბავშვები, კრიმინალური აზროვნება და გმირობა ერთმანეთში ვერ სინთეზირდება ბუნებრივად! აქ უბრალოდ დაწერილი სამართალის აღსრულებაზე, გოიმი იერარქიების გარღვევაზე, უბრალო ადამიანების სიცოცხლის თავისუფლებაზეა საუბარი.
ეს ამბავი გვინდა არ გვინდა პოლიტიკა გამოდის, მაგრამ ყველა თუ შვეცდებით რომ ეს ნაც-ქოცი კი არა, ჩვენი, ხალხის პოლიტიკა იყოს, საზოგადოებაც აღარ გაიყოფა და ვისაც ყეფა უნდა იყეფოს!

ამას უნდა მივაღწიოთ ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა საზოგადოებამ და არა ესე კუდამოძუებულებივით “არააჰ, ნაცები არ მინდა ვერ წავალ” ვიკვნესოთ. ხელის მოთბობა ბევრს უნდა და ენდომება ფორევერ, მთავარია ჩვენ არ მივუშვათ ცეცხლთან.”