ნახეთ სასწაული სილამაზის საქართველო

ნახეთ სასწაული სილამაზის საქართველოსაქართველო რომ ულამაზესი ქვეყანაა, ამაზე არავინ დავობს. ათასობით ტურისტი ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და ულამაზეს ღირსშესანიშნაობებს, ეკლესია-მონასტრებს თუ საქართველოს გამორჩეულ კუთხეებს სტუმრობს.

უცხოური ტურისტული სააგენტოები სულ უფრო ხშირად უძღვნიან ვიდერგოლებს საქართველოს და მოუწოდებენ ტურისტებს, აუცილებლად შეიყვანონ ჩვენი ქვეყანა მათ სამოგზაურო ქვეყანათა ჩამონათვალში.

Must Do Travels-მა საქართველოზე მომზადებული ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც სვანეთი, ხევსურეთი, აჭარა, ულამაზესი ვარძია, მუცო, ბათუმი, თბილისი, მცხეთა და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ადგილები გააერთიანა.