22 ივნისი, 2018

ნახეთ ევროპისთვის შექმნილი ფილმი მრავალსაუკუნოვან ქართულ კულტურაზე

ნახეთ ევროპისთვის შექმნილი ფილმი მრავალსაუკუნოვან ქართულ კულტურაზემრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურაა ის ერთ-ერთი საამაყო ფაქტორი, რომლითაც ქართველებმა მთელ მსოფლოში თავი უნდა მოვიწონოთ.

ხელოვნების სასახლის პროექტმა “ქსოვილი საქართველოდან” როგორც საუკეთესო ევროპულმა კვლევამ, საკმაოდ დიდ კონკურსში გამარჯვება მოიპოვა.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“ეს არის ფილმი, რომლითაც ევროპის კულტურული საზოგადოების არაერთი ცნობილი წარმომადგენელი პროექტს “ქსოვილი საქართველოდან” და, აქედან გამომდინარე, მრავალსაუკუნოვან ქართულ კულტურას გაეცნო. პროექტმა გამარჯვება მოიპოვა საკმაოდ დიდ კონკურსში, როგორც საუკეთესო ევროპულმა სამეცნიერო კვლევამ!

ფილმის ჩვენება და პროექტის პრეზენტაცია ბერლინში ბრანდერბურგის ჭიშკართან ალიანს ფორუმის დიდ დარბაზში გაიმართა, დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი კი კონგრესის დარბაზში მოეწყობა.

ვულოცავთ საქართველოს ხელოვნების სასახლეს ამ დიდ გამარჯვებასა და აღიარებას.”