მოზარდ მაყურებელთა თეატრი სეზონის დახურვას ნოდარ დუმბაძეს მიუძღვნის

28 ივნისი, 2018

მოზარდ მაყურებელთა თეატრი სეზონის დახურვას ნოდარ დუმბაძეს მიუძღვნისნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი სეზონს 1 ივლისს დახურავს.

30 ივნისს და 1 ივლისს წარმოდგენილი სპექტაკლები ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90-ე წლისთავს მიეძღვნება.

30 ივნისს გათამაშდება სპექტაკლი „მე ვხედავ მზეს“, ხოლო 1 ივლისს – სპექტაკლს „მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები“. სპექტაკლები 19 საათზე დაიწყება.

12 ივლისს მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასი გურიაში მიემგზავრება. ნოდარ დუმბაძის სახელობის მეორე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მოზარდ მაყურებელთა თეატრი წარმოადგენს გიორგი თავაძის სპექტაკლს „მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები“.

მოზარდ მაყურებელთა თეატრი სეზონის დახურვას ნოდარ დუმბაძეს მიუძღვნის

მოზარდ მაყურებელთა თეატრი სეზონის დახურვას ნოდარ დუმბაძეს მიუძღვნის