მიშო სულუხია: “ამაზე მწარე არაფერია”

მიშო სულუხია: "ამაზე მწარე არაფერია"– დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ ხართ საქართველოს, როგორც უდიდესი კულტურისა და ისტორიის მქონე დამოუკიდებელი რესპუბლიკის მმართველობაში და კარგად გააანალიზეთ თქვენი მისია და შინაარსი, სანამ თქვენთვის საოცნებო თანამდებობაზე შედგამთ ფეხს და სავარძელზე დადებთ საჯდომს, – აცხადებს მომღერალი მიშო სულუხია და თანამდებობის პირებს მიმართავს:

“საბოლოოდ რა შედეგებს დადებს ქართველი ახალგაზრდების თანადგომა არ ვიცით, თუმცა ერთი რამ ცხადია რომ თქვენ შარვალ-კოსტუმებში გამოწყობილი მკვლელები, ცინიკოსები, ბიზნესმენები და საკუთარ ჯიბეზე და განდიდებაზე მეოცნებე არსებები, რომელთაც ხშირად პოლიტიკოსები გქვიათ, ერთ რამეს კარგად დაიმახსოვრებთ: რომ თქვენ არსებობთ იმიტომ, რომ საქართველოს კეთილდღეობა შექმნათ, გვემსახუროთ იმიტომ, რომ ჩვენ ვიყოთ ბედნიერები, მომავალმა თაობამ იგრძნოს თავი მშვიდად და ჩვენს მშობლებს არ ეშინოდეთ მწარე სიბერის. ეს არის თქვენი მისია…

და სულ გვკიდია თქვენი კარიერა. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ ხართ საქართველოს, როგორც უდიდესი კულტურისა და ისტორიის მქონე დამოუკიდებელი რესპუბლიკის მმართველობაში და კარგად გააანალიზეთ თქვენი მისია და შინაარსი, სანამ თქვენთვის საოცნებო თანამდებობაზე შედგამთ ფეხს და სავარძელზე დადებთ საჯდომს. იყავით მაქსიმალურად გამჭვირვალენი და გულწრფელები იმ უდიდესი ბირთვის მიმართ, რომელსაც “ქართველი ხალხი” ჰქვია და, პირველ რიგში, თქვენ გქონდეთ განცდა სახელწიფოებრივობისა და ლოიალურობის, თორემ საქართველოს მონატრებაში ბევრს ამოხდენია სული… და ამაზე მწარე არაფერია, როდესაც სახლში აღარავინ გელის!”