22 ივნისი, 2018

მათხოვრული ხელფასები მსახიობებს – სირცხვილია უბრალოდ!

მათხოვრული ხელფასები მსახიობებს - სირცხვილია უბრალოდ!მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი ამბობდა – კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს და არა ჯამაგირი კაცს, მაგრამ ის თანხა, რაც თუმანიშვილის თეატრის მსახიობის იოსებ ხვედელიძის ხელფასია, ნამდვილად წარმოდუგენელია კლასიკოსი მწერლის გამონათქვამს შეესაბამებოდეს:

“თვალის ჩინი! ამას დამატებული დაზღვევის 105 ლარი!”

მათხოვრული ხელფასები მსახიობებს - სირცხვილია უბრალოდ!

რაც არ გკლავს, გაძლიერებს! სირცხვილია უბრალოდ! მაგრამ არა უშავს, ყველაფერი უკეთ იქნება! ბევრჯერ დამიწყია ნულიდან და ჯერ კიდევ მაქვს იმის თავი, რომ თავიდან დავიწყო! კაი გამოსაფხიზლებელია და მეც, შესაბამისად, გამოვფხიზლდი! ღამე მშვიდად თუ რამე არ მაძინებს, ბარტყებზე ფიქრია. მაგრამ სხვასაც ჰყავს შვილები და სხვაც ასე ნერვიულობს ალბათ. ყველაფერს ეშველება!”

ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი, მსახიობი:

“წლების განმავლობაში 376 ლარს ვაპროტესდებდი! ახლა 460 ლარს ვაპროტესტებ, იმიტომ კი არა, რომ ვინმეზე მეტი ვარ, ან ვიმსახურებ, იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთი ხელფასი ჰქონდეს მსახიობს! (მით უფრო, თუ ოჯახი გყავს სარჩენი).

ეს დაცინვაა, მაგრამ ამ კაცის მერე, რა უფლებით ამოვიღო ხმა?! სირცხვილია, სირცხვილი!

ყველაფერს თავი დავანებოთ, მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს! სოსო! არ ვიცი რა გითხრა!”

ქეთი დოლიძე, რეჟისორი:

“ისე, ქალბატონი თამრიკო ჭოხონელიძის საყურადღებოდ! ძირ ხელფასს ემატებოდა ყოველ ახალ სპექტაკლზე 120 ლარი. ეს ზურა გეწაძის მოფიქრებული ძალიან კარგი სქემა იყო! ამისთვის გვებრძოდნენ თეატრის “ბოსები”! ახლა ამ ახალგაზრდა, დაკავებული მსახიობების ხარჯზე, “ბოსებს” მოემატათ ხელფასი! ეს რაში წერია?! რაში?! ესაა ერთი წლის მომზადებული “დიადი” რეფორმა.”

სოფო მეძმარიაშვილი, მსახიობი:

“დაგვცინიან?! ისედაც მათხოვრული ხელფასები გვაქვს მსახიობებს!”

ლაშა ჩხარტიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი:

მათხოვრული ხელფასები მსახიობებს - სირცხვილია უბრალოდ!

 

“ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ერთი თვის სარგო. არ გეგონოთ, რომ ვამართლებ რითიმე, სახელფასო მინიმუმი უნდა იყოს განსაზღვრული ამ ქვეყანაში, ამ ხელფასით უნდა აცხოვრო ჩვენი მთავრობა და იქნებ მიხვდნენ.”