16 ივნისი, 2018

კრიზისის დროს გადარჩენის გზები ლილი იოსელიანისგან

კრიზისის დროს გადარჩენის გზები ლილი იოსელიანისგან – ყველანაირი კრიზისის, და განსაკუთრებით ხელოვნების კრიზისის თავი და თავი ზნეობის დეფიციტია, სულიერი კრიზისია, – ასე მიაჩნდა რეჟისორ ლილი იოსელიანს:

“ყველანაირი კრიზისის, და განსაკუთრებით ხელოვნების კრიზისის თავი და თავი ზნეობის დეფიციტია, სულიერი კრიზისია. როდესაც ქვეყანა, ერი, მოქალაქეები ყოველდღიური ყოფის მოწესრიგებისათვის და ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვიან, კრიზისი დგება. გადარჩენის გზები კი ამხელს ცალკეული ადამიანების და ერების ზნეობის ხარისხს.

შექსპირი ამბობს: “არ არსებობს ისეთი უბადრუკად საშინელი დრო და ცხოვრება, როგორც დრო, როდესაც ადამიანს თავისი კაცობის გამოჩენა არ შეუძლია.”

ასეთი კრიზისის დროს თითო-ოროლა ადამიანი არ ღალატობს ზნეობრივ მრწამსს და მაგალითს იძლევა თავისი ცხოვრების წესით, თუმცა ამ ადამიანსაც უნდა შეეძლოს მაგალითის მიღება და დანახვა.. ასეთი ადამიანების მოძიება კი დღეს გართულდა, რადგან სიკეთე მარტო დაწანწალებს დედამიწაზე…”