კოკა ნიკოლაძე – მუსიკალური საკრავების გამომგონებელი

27 ივნისი, 2018

კოკა ნიკოლაძე - მუსიკალური საკრავების გამომგონებელი კოკა ნიკოლაძე მრავალმხრივი ნიჭით არის დაჯილდოებული. გარდა იმისა, რომ კომპოზიტორია, ის მუსიკალურ საკრავებსაც ქმნის. მის ხელში ზამბარა, ხის ყუთი, ჭანჭიკი თუ რეზინა მუსიკალურ საკრავად გადაიქცევა.

კოკას და მის შემოქმედებას უცხოეთში კარგად იცნობენ. ამის დასტურია ქართველი შემოქმედის TEDx-ის ღონისძიებაზე მიწვევა, სადაც მან დამსწრე საზოგადოებას თავისი ერთ-ერთი მუსიკალური საკრავი წარუდგინა.