4 ივნისი, 2018

ხელოვნების სასახლეს ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტიდან უნიკალური ფოტოკოლექცია გადაეცა

ხელოვნების სასახლეს ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტიდან უნიკალური ფოტოკოლექცია გადაეცასაქართველოს ხელოვნების სასახლეს ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტიდან უნიკალური ფოტოკოლექცია საზეიმოდ გადაეცა. ძვირფასი საარქივო მასალა მოპოვებულია გერმანიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერის ეკატერინე ციმერმანის მიერ.

აღნიშნული ფოტოები ქალაქ მიუნხენში ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ანტიკისა და ბიზანტიური ხელოვნების ფაკულტეტზე ინახებოდა. ფოტოები XX საუკუნის 60-იან წლებში გერმანელი ისტორიკოსების ცოლ-ქმარ კორნეტების მიერაა გადაღებული. 208 სლაიდი ქართულ ისტორიულ ძეგლებს ასახავს, 140 კი – სომხური არქიტექტურის ნიმუშებს.

ფოტოკოლექცია 1984 წელს ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერისტეტის საცავს გადაეცა და ეკატერინე ციმერმანმა მათი ასლები საქართველოში პროფესორ ფრანს ალტო ბაუერის თხოვნის შემდეგ ჩამოიტანა. უნიკალური ფოტოკოლექცია გამოუქვეყნებელი და შეუსწავლელია.