ჯესი ჯეი ანუკი არეშიძის სამოსში

20 ივნისი, 2018

ჯესი ჯეი ანუკი არეშიძის სამოსშიბოლო დროს ქართველი დიზაინერების სამოსით მსოფლიო ვარსკვლავები ინტერესდებიან.

გიორგი ქებურია, ავთანდილი, დები მაჭარაშვილები, ანუკი არეშიძე, დემნა გვასალია, თამუნა ინგოროყვა, დევიდ კომა – ეს იმ ქართველი დიზაინერების არასრული ჩამონათვალია, რომელთა კოსტიუმებიც მსოფლიოში ცნობილ ხელოვანებს აცვიათ.

პოპვარსკვლავმა ჯესი ჯეიმ ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის მიერ შექმნილი ვერცხლისფერი სამოსით იპოზიორა.