მსახიობ იპოლიტე ხვიჩიას პოპულარობით და კეთილი გულით ბევრი მისი ერთგული მაყურებელი სასიკეთოდ სარგებლობდა. მსახიობს მოქალაქეები სხვადასხვა თხოვნით მიმართავდნენ.
ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას პოლიტიკოსი ნიკო ლეკიშვილი იხსენებს:
“ჩემთან მოვიდა და მეუბნება: გთხოვ, ჩემი მკვიდრი ბიძაშვილის შვილია და ჯარში მიჰყავთ, იქნებ თბილისში დამიტოვონო. დავურეკე კომისარს და ვთხოვე. რა გვარია, ბატონო იპოლიტე, ბავშვი-მეთქი და, უი, ახლავეო და გულის ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო.
გამეცინა და მითხრა, ცნობილი რომ გავხდი, იმდენი ბიძაშვილ-მამიდაშვილი გამომიჩნდა, ყველას გვარს კი ვერ ვიმახსოვრებო. ჩავბჟირდი. მერე მომიყვა, დილით ვიღაც კაცი დამხვდა სახლთნ და მთხოვა ეგ ამბავიო. რა თქმა უნდა, ის ბავშვი დავტოვეთ თბილისის კომენდატურის შტაბში.”