გიორგი კალანდია: “იცნობდეთ ამ შესანიშნავ ყმაწვილს”

გიორგი კალანდია ნიკოლას ვიტსენზეისტორიკოსი გიორგი კალანდია საინტერესო ინფორმაციებით გვანებივრებს. ამჯერად მან ინფორმაცია ქართული შრიფტის შემქმნელზე, ამსტერდამის მერზე ნიკოლას ვიტსენზე მოგვაწოდა:

“იცნობდეთ ამ შესანიშნავ ყმაწვილს. აქ ის 36 წლისაა და უკვე ამსტერდამის მერია. დიახ, ამსტერდამის მერმა მე-18 საუკუენში პირველმა, ქართული შრიფტი შექმნა!

ნიკოლას ვიტსენს ეს ამბავი მეფე პოეტმა არჩილმა სთხოვა. ამსტერდამში ქართული შრიფტის ჩამოსხმას დაახლოებით ნახევარი საუკუნით იტალიელებმა გაუსწრეს, რომლებმაც პირველი ქართული წიგნი 1629 წელს დაბეჭდეს.

მე მიყვარს ჩემი ქვეყნის ევროპული ისტორია. ისტორია, რომელსაც მალე ფრანკფურტში დიდ გამოფენაზე მოვყვებით.”