12 ივნისი, 2018

გიო ხუციშვილის უცნობი სიმღერები იპოვნეს

გიო ხუციშვილის უცნობი სიმღერები იპოვნესმიუხედავად იმისა, რომ მსმენელმა გიო ხუციშვილის არაერთი სიმღერა იცის და უყვარს, არსებობს სიმღერები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია.

მომღერლისა და კომპოზიტორის ოთარ რამიშვილის შვილი, მიშიკო რამიშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მის არქივში გიო ხუციშვილის მიერ ნამღერი ოთარ ტატიშვილის სიმღერები აღმოაჩინა:

“მახსოვდა, რომ ჩემს არქივში უნდა ყოფილოყო აუდიო კასეტაზე, გიო ხუციშვილის მიერ ნამღერი მამაჩემის სიმღერები და აღმოვაჩინე კიდეც რამდენიმე ქალაქური სიმღერა. მღერის გიო და გიტარაზე უკრავს ოთარ რამიშვილი.

ეს ჩანაწერი გაკეთდა ჩვენთან, როდესაც გიო სკოლის ასაკში დადიოდა ოთართან გიტარაზე. მაგარი ნამღერია და უნდა აღვადგინო და ყველას მოგასმენინოთ. ბავშვობიდან გულით და სულით მღეროდა. გიო ღმერთმა ნათელში გამყოფოს.”