22 ივნისი, 2018

ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო ხელოვნების სასახლეს

ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო ხელოვნების სასახლესსაქართველოს ხელოვნების სასახლეს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო “ევროპა ნოსტრა” გადაეცა!

ეს უმნიშვნელოვანესი აღიარება მუზეუმმა სამეცნიერო პროექტისათვის “ქსოვილი საქართველოდან” მიიღო. 400-გვერდიანი ნაშრომი კომპეტენტურმა ჟიურიმ ევროპის ტერიტორიაზე საუკეთესო სამეცნიერო კვლევად აღიარა!

ხელოვნების სასახლე მადლობას უცხადებს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, “ევროპა ნოსტრა საქართველოს” და “ICOM საქართველოს” პროექტის სხვადასხვა ეტაპზე მხარდაჭერისათვის.