ევგენი მიქელაძე – მუსიკის სიყვარულს შეწირული გენიოსი

29 ივნისი, 2018

ევგენი მიქელაძე - მუსიკის სიყვარულს შეწირული გენიოსიქართველი დირიჟორი ევგენი მიქელაძე 1937 წლის რეპრესიების ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო მსხვერპლია.

მაესტროს ღვაწლს და დამსახურებას ქვეყნის წინაშე დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი იხსენებს:

“1903 წელს დაიბადა, მხოლოდ 34 წელი იცოცხლა და 1937 წლის რეპრესიების ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო მსხვერპლი გახდა.

შეეწირა ღირსებას და მუსიკის სიყვარულს. მის ხანმოკლე ბიოგრაფიაში კი მოასწრო ძალიან ბევრი – ეროვნული სიმფონიური ორკესტრის და თბილისის ოპერის თეატრის უმაღლეს შემოქმედებით საფეხურზე აყვანა, საქართველოში მაღალი ხელოვნების განვითარებისთვის უზარმაზარი ამაგის გაღება და ხალხის სიყვარული, რომელიც დღესაც ლაიტმოტივად გასდევს მუსიკალურ ცხოვრებას ჩვენს ქვეყანაში.

ქედს ვიხრი წამებული ევგენი მიქელაძის წინაშე. მარადიული ხსოვნა იყოს მისი.”