13 ივნისი, 2018

დათო ევგენიძე: “ვთვალე და ვეღარ დავთვალე საქართველოში ყვარყვარე…”

დათო ევგენიძე: "ვთვალე და ვეღარ დავთვალე საქართველოში ყვარყვარე..."მუსიკოსი და პოეტი დათო ევგენიძე თავისი შემოქმედებით სიმართლის სადარაჯოზეა. მისი მუსიკა თუ ლექსები მსმენელსა და მკითხველს იმ ღირებულებებზე დააფიქრებს, რომლებიც თითოეული ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია.

“არტინფო” გთავაზობთ ხელოვანის ერთ-ერთ ლექსს, რომელიც დღევანდელობის გამოძახილია:

“ვთვალე და ვეღარ დავთვალე
საქართველოში ყვარყვარე…
ღმერთო, ამათმა შემყურემ
რამდენი ცრემლი დავღვარეთ…
მკერდში გული და მიწაში –
ხორბალი ვერ გავახარეთ….
ვწერე მუსიკა
ლექსები –
მზე ცისფერ ზღვისკენ დავხარე…
მაგრამ მზე ამომავალი –
თვითონ ჩავუბით
სხვა ხარებს…
ვერც დუდუკს ვუსმენ
ვერც ზურნას…
ვერც ქამანჩას და
ვერც თარებს…
ღამე გამეფდა სულებში
ლუციფერივით ხარხარებს…
მე სახარებს გადავშლი
სხვა არფერი მახარებს…
სანთელს ვანთებ და
უფლის წინ –
თავი ბავშვივით დავხარე….
იქნება მხარი უცვალო
ინებ უშველო ამ მხარეს…”