პოეტისა და მუსიკოსისთვის დათო ეგვენიძისთვის საქართველო ძეგლია. ხელოვანის შემოქმედება მთლიანად სამშობლოს ეძღვნება, რაც მისთვის ენასთან, მამულთან და სარწმუნოებასთან ასოცირდება:
“საქართველო –
ძეგლია…
საყდარია…
ლექსი…
თუ გაქვს სიტყვა
ხმა ღმერთის –
შენ მელექსე
მესხის…
ის ვინც თავზე
გვესხმოდა….
დღესაც თავზე
გვესხმის…
საქართველო ერთია
ქვეყანაზე –
გესმის?
გაუფრთხილდი სამშობლოს…
სანთელია შენი…
მიწა სარწმუნოების
მამულის და
ენის…”