20 ივნისი, 2018

ბაგრატის ტაძარი იტალიური ტელევიზიის ფოკუსში

ბაგრატის ტაძარი იტალიური ტელევიზიის ფოკუსშიქართული ხუროთმოძღვრების გვირგვინი – ბაგრატის ტაძარი – იტალიური ტელევიზიის ფოკუსში მოხვდა.

ქართული კულტურით, უძველესი ძეგლებით თუ ულამაზესი ფოლკლორით მსოფლიო უკვე აქტიურად არის დაინტერესებული.

ევრონიუსის იტალიის ბიუროს ჟურნალისტმა კლაუდიო როსმინომ საქართველოს მარგალიტზე სპეციალური ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც დაინტერესებულ საზოგადოებას ბაგრატის ტაძრის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.