17 ივნისი, 2018

ავთო აბესლამიძემ ყაზახური ვოისის გრანპრი მოიგო

ავთო აბესლამიძემ ყაზახური ვოისის გრანპრი მოიგო ქართული “იქს ფაქტორის” გამარჯვებულმა ავთო აბესლამიძემ ყაზახური ვოისის გრანპრი მოიგო.

კონკურსში 20 ქვეყნის მომღერალი მონაწილეობდა. ქართველმა მომღერალმა პირველობა არავის დაუთმო და 131 ქულით ვოისის გამარჯვებული გახდა.

ავთო აბესლამიძეს ყაზახური ვოისის მთავარ პრიზთან ერთად სოლიდური ფულადი პრემიაც გადაეცა.