29 ივნისი, 2018

ანსამბლ “ოდილას” დაფინანსება მოუხსნეს

ანსამბლ "ოდილას" დაფინანსება მოუხსნესხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებულ ანსამბლ “ოდილას”, რომლის წევრებიც 80 წელს გადაცილებულები არიან, დაფინანსება მოუხნეს.

ინფორმაცია გიორგი უშიკიშვილმა გაავრცელა:

“დამირეკეს სოფელ კიცხიდან. (ხარაგაულის მინიციპალიტეტი) ანსამბლ “ოდილას” ერთ-ერთმა წევრმა მაცნობა, რომ ამ შესანიშნავ ანსამბლს ის მცირედი დაფინანსებაც კი მოუხსნეს, რაც ჰქონდათ.

50 წელია ანსამბლი ძალიან დიდი საქმეს აკეთებს. აღდგენილი აქვს მრავალი იმერული სიმღერა, რომელიც დღეს სხვადასხვა ანსამბლის რეპერტუარშია.

80 წელს გადაცილებული ხალხისთვის ასეთი დამცირება, რომ შენი სახელმწიფო მრავალწლიანი ეროვნული საქმიანობისთვის ასე გექცევა და ასე გიფასებს, როგორი დიდი დამცირებაა მოგეხსენებათ.

ცრემლნარევი ხმით რომ დაგირეკავს 85 წლის ეთნოფორი და ამას მოგიყვება, როგორ უნდა ვგრძნობდე თავს? მეც ასევე ცრემლებს ვერ ვიკავებ! ეს არის ზუსტად დღევანდელი კულტურის პოლიტიკა. ფეოდალიზმი, არაპროფესიონალიზმი, უგულობა, ერთი ჯგუფის მიერ ფოლკლორის სრული მონოპოლია და ნეპოტიზმი!!! (სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ანსამბლების დაფინანსებიდან მოხსნის პირველი შემთხვევა არ არის).

აუცილებლად ჩავალ კიცხში და ამ თემაზე მოვამზადებ გადაცემას! რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ!

თქვენ კი ფოლკლორის ახლაგაზრდა ჩინოვნიკებო, ითვალეთ ხელფასები და პრემიები. გააფორმეთ თქვენი ახლობლები და მეგობრები და მიეცით მაღალი ხელფასები. არ მოიკლოთ არაფერი! გრცხვენოდეთ!”