ანიტა რაჭველიშვილის კატეგორიული მოთხოვნა

ანიტა რაჭველიშვილის მოთხოვნაოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს უცხოეთიდან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს და როგორც კი სამშობლოში ჩამოდის, მაშინვე სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობებში ერთვება.

ამჯერად ანიტა საქართველოს მთავრობას მიმართავს:

“საქართველოს მთავრობა – გაყიდეთ თქვენი პრადოები და მაღაროელებს ხელფასი მოუმატეთ! მათ უსაფრთხოებაზეც დახარჯეთ რამოდენიმე მილიონი რა იქნება?! ველოსიპედით რომ იაროთ გეშინიათ ხო?! ან მსუბუქი იაფფასიანი მანქანით?! ისე მოიქეცით მაშინ, რომ ბრონირებული მანქანები არ გჭირდებოდეთ! ნამუსი არ გაქვთ!

P.S. პარიზში ესკორტმა გაიარა გუშინ, ჩინოვნიკი გადაყავდათ და იცით რით? ჩვეულებრივი რენოს სედანით!”