16 ივნისი, 2018

აი, რითი უნდა ვიამაყოთ ქართველებმა

აი, რითი უნდა ვიამაყოთ ქართველებმასაქართველო უძველესი ქვეყანაა და ქართველებს ბევრი რამით შეგვიძლია ვიამაყოთ.

ზვიად ტომარაძე რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რომლითაც შეგვიძლია მთელი მსოფლიოს წინაშე თავი მოვიწონოთ:

“1. მსოფლიოში 5000-მდე ერია და მხოლოდ 200-მდე სახელმწიფო.
ჩვენ უძველესი კულტურისა და ისტორიის მქონე ერი ვართ.

2. მსოფლიოში 7000-ზე მეტი ენა არსებობს, დამწერლობა კი სულ 14-ია.
14 დამწერლობას შორის ერთი ქართულია (მეხუთე სიძველის მიხედვით).

3. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ქრისტიანობა მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა იქადაგეს. მაცხოვრის კვართი სვეტიცხოვლის ტაძარის ქვეშაა დამარხული.

მცირერიცხოვანმა ერმა, რომელმაც ქრისტიანობის მიღებიდან მრავალი საუკუნე წლის მანძილზე, მტრულ სამეზობლოში ღირსეულად შეძლო საკუთარი რწმენა დაეცვა. არ მოიძებნება სახელმწიფო, რომელსაც რაოდენობრივად იმდენი ქრისტიანობისთვის მოწამე ჰყავდეს რამდენიც საქართველოს. როგორც წმინდა ილია ჭავჭავაძე ბრძანებს: „ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარედ და კირად ჩვენი სისხლი და ბჭეთა ჯოჯოხეთისა ვერ შემუსრეს იგი.“

4. საქართველო არის ვაზისა და ღვინის სამშობლო. რასაც ადასტურებს როგორც ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული მასალები, ასევე ლიტერატურული ძეგლებიც. ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დრო აღმოჩენილ იქნა ყურძნის წიპწები, რომელიც ძვ.წ. 7-6-ე ათასწლეულებს განეკუთვნება. გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ენეოლითის დროინდელი მარანი. საქართველოში 500-ზე მეტი ყურძნის ჯიშია.

5. საქართველო ასევე ხორბლის სამშობლოა. მსოფლიოში 27 სახეობის ხორბალი არსებობს. აქედან 23 არის კულტურული სახეობა. ამ 23-დან კი 14 არის ქართული ხორბლის ჯიში. ქართული ხორბლის ჯიშებს გააჩნიათ უნიკალური თვისებები: ყინვის მიმართ გამძლეობა, გვალვის მიმართ გამძლეობა და სტაბილურმოსავლიანობა.

6. დედამიწაზე ძნელად თუ მოიძებნება საქართველოსავით პატარა ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც ნახავთ ნახევარუდაბნოსაც, ტროპიკულ ტყესაც, ზღვისპირეთსაც და მყინვარებით დაფარულ მწვერვალებს. ქვეყნის ყოველი კუთხე ერთმანეთისგან განსხვავებულია, ულამაზესია და უნიკალური.

7. ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიო შედევრად არის აღიარებული. 2001 წელს ქართული პოლიფონია იუნესკოს მიერ აღიარებულ იქნა, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი. 1977 წელს ილია ზაქაიძის და როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული სიმღერა „ჩაკრულო“, ნასამ კოსმოსში გაგზავნა. “ქართული მრავალხმიანობა ევროპული მრავალხმიანობის საფუძველი უნდა იყოს.” – (ზიგფრიდ ნადელი, გერმანელი მუსიკისმცოდნე) “ბახი რომ ცოცხალი იყოს, ისიც კი აღტაცებაში მოვიდოდა ასეთი პოლიფონიით.” – (ალან ივანესი, ამერიკელი კომპოზიტორი) “საქართველო მსოფლიო ხალხური მუსიკის დედაქალაქია.” – (ალან ლომაქსი, ამერიკელი ფოლკლორისტი)

ანალოგიური შეიძლება ითქვას ქართულ ცეკვაზე. ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა. ქვეყნის საზღვრებს გარეთ სახელი გაითქვეს ანსამბლებმა: „სუხიშვილები“, „რუსთავი“, „ერისიონი“…

8. ქართული სუფრის ტრადიციები მსოფლიოს ყველა კუთხეშია ცნობილი. ის ქართული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და დღესდღეისობით იგი ქართველობის ერთ-ერთი ძლიერი საინდენტიფიკაციო ნიშანია. როგორც შარდენი იტყოდა: „საქართველოში სტუმარს, უცხოელს, ორიოდე დღე თუ მაინც გაუტარებია ქვეყანაში,კეთილ მასპინძელს შინ მიუპატიჟებია, პირველი რაც თავლში მოხვდება, ეს არის ქართული ლხინის მკაცრი წესები, რკინისებური დისციპლინა სუფრაზე. ქართველი არსად, ყოფა-ცხოვრების არცერთ სფეროში არ არის ისეთი სერიოზული და მთელი მონდომებით არ იცავს წესრიგს, როგორც სუფრაზე. ქართული სუფრა, არა აქვს მნიშვნელობა ლხინის იქნება თუ ჭირის, ეს უფლისადმი ერთგვარი ლოცვაა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ქართული სამზარეულო, რომელიც თავის მრაფალფეროვანებით ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება მსოფლიოში.

იგივე სტილში ბევრი კარგი რამის დაწერა შეიძლება ქართული მწერლობაზე, ქართულ ხელოვნებაზე, კინოზე, თეატრზე, მხატვრობაზე. ქართულ სპორტზე, ქართულ მეცნიერებაზე… თუმცა ვფიქრობ რაც ზემოთ წერია, სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ვიამაყოთ და ვთქვათ: მე ქართველი ვარ!”