უდიდესი ტრაგედია ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებაში

უდიდესი ტრაგედია  ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებაშიკომპოზიტორმა ზაქარია ფალიაშვილმა ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში თავისი ნაწარმოებებით ნამდვილი გადატრიალება მოახდინა.

კომპოზიტორს ცხოვრებამ ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა – მისი შვილი ირაკლი ფალიაშვილი ბავშვობაში გარდაიცვალა:

“ჩემი სათნოებით მოცული ვაჟი.. 4 წელია, რაც ირა დავკარგე… როგორ ანგელოზივით სახე ჰქონდა…

სათნოებასთან ერთად ნიჭიც არ დაჰკლებია. მუსიკის წერისას მუდამ გვერდით მეჯდა, მისწორებდა, რჩევებს მაძლევდა. „აბესალომ და ეთერზე“ მუშაობისას მეუბნებოდა ხოლმე – “მამა, ეს არ მომწონს, გადააკეთე“ და შედეგიც არ აყოვნებდა… აშკარაა, რომ ირაკლი დიდებული სმენით იყო დაჯილდოებული, ალბათ დაეტყო გენები…

მენატრები და გეტრფი… ლანდად დამყვება შენზე ფიქრები… მწარეა ტკივილის გაძლება, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს…”

გავრცელებული ინფორმაციით, კომპოზიტორი სულ საფლავზე იჯდა და ტიროდა. ერთ დღესაც სასაფლაოდან დაბრუნებული ინსტრუმენტს მიუჯდია და “თავო ჩემო ბედი არ გიწერია” დაწერა, რომელიც  დღეს ჩვენთვის ცნობილია, როგორც მალხაზის არია ოპერაში “დაისი”.

ზაქარია ფალიაშვილმა მხოლოდ წლების შემდეგ დაასრულა “აბესალომი და ეთერის” წერა. ამბობდა, გარდაცვლილი შვილი, ირაკლი მესიზმრა, მთხოვდა, ნაწარმოები დაასრულეო.

უდიდესი ტრაგედია  ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებაში